ჰექტოლინეუმი
ჰექტოლინეუმი კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება კულტურათა მავნებლების მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის მომქედების მექანიზმი გამოიხატება შემდეგნაირად -წყალში გახსნილი მინერალური ზეთის შესხურება ხდება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე. შედეგად ჩვენი მცენარე დაიფარება მინერალური ზეთის თხელი აპკით -რაც შეაფერხებს მავნებლების სუნთქვის პროცესს და გამოიწვევს მათ კვდომას.
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | მინერალური ზეთი |
| პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი კონცენტრატი |
ვენახში ფქვილისებრი ცრუფარიანას წინააღმდეგ ბრძოლა ორ ეტაპად ხდება. პირველი ეტაპი არის პერიოდი, როდესაც ვაზის ვარჯზე სისველე ჩნდება და ფქვილისებრი ცრუფარიანა მწვანე ნაწილისკენ იწყებს სვლას. ამ პერიოდში დაუმწიფებელი ყურძენი დაახლოებით მუხუდოს ზომისაა. მეორე პერიოდი ის პერიოდია, როდესაც ფქვილისებრი ცრუფარიანა გადადის ფოთლებსა და მტევნებში. თუმცა, თუ პირველ პერიოდში იგი იშვიათად მავნეობს ჩვენ მცენარეზე, ხოლო მეორე პერიოდში უკვე აუცილებელია წამლობის ჩატარება. პირველ ეტაპზე წამლობის აქტიური ჩატარება აუცილებელი ხდება თუ მავნებელს ფართოდ შევხვდებით ნაკვეთში.
| კულტურა | მავნებელი | დოზირება | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ფქვილისებრთა ცრუფარიანა | 2ლ/100ლ წყალი | 21 დღე |
| ატამი | მავნებელთა მოზამთრე ფაზები | 2ლ/100ლ წყალში | 21 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| მინერალური ზეთი | 700 |
მსგავსი პროდუქცია
ვეჯექს კრისოილი
კრისოილი არის ბუნებრივ პირეთრინზე დაფუძნებული, ფართო სპექტრის მქონე ინსექტო-აკარიციდი, რომელიც გამოიყენება ფართოდ გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ. მასში შემავალი ბოტანიკური ექსტრაქტი ააქტიურებს მცენარის დამცავ მექანიზმებს სტრესული მდგომარეობების წინააღმდეგ.
ვეჯექს კრისოილის უპირატესობები
✔️ მცენარეს შეუძლია მაქსიმალურად შეითვისოს პრეპარატი;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
✔️ ბუნებრივად წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს;
✔️ გამოიყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში (მათ შორის, მოსავლის აღებისას და მის შემდეგ);
✔️ არ აქვს ლოდინის პერიოდი;
კარლიტა
კარლიტა არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება მავნებელთა ფართო სპექტრის: ბუგრების, ცრუფარიანასა და ფრთათეთრების წინააღმდეგ. სპიროტეტრამატს აქვს უნარი გადაადგილდეს მცენარის მთელ სიგრძეზე, რითაც უზრუნველყოფს მცენარის ახალი ნაზარდის დაცვას არა მხოლოდ მავნებლების ზრდასრული ფორმისგან, არამედ ხელს უშლის კვერცხებისა და მავნებლების ლარვების ზრდას. არ გადააჭარბოთ შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.
კროშე
კროშე არის აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის ტკიპებს. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა ფაზაზე, მათ შორის კვერცხებზე. პრეპარატი მოქმედებს შეხებით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით. იგი მოქმედებს შერჩევითად. შესხურებისთანავე იჭრება მცენარის წვენში და ანადგურებს იმ მავნებელსაც, რომელიც წამლობისას არ იმყოფებოდა კონტაქტში. არ ვნებს ფუტკრებს და მტაცებელ /სასარგებლო/ ტკიპებს. ეფექტურია მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც საუკეთესო პრეპრატია ანტირეზისტენტულ სისტემაში გამოსაყენებლად თავსებადია სხვა პესტიციდებთან და წყალში ხსნად სასუქებთან.
მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;
ქილატუმი
ქილატუმი არის მცენარეული წარმოშობის კონტაქტური-ორგანული ინსექტიციდი, რომელიც მიიღება ტროპიკული მცენარეების ექსტრაქტისგან. ის ხელს უწყობს მცენარეების გაძლიერებას და მათ მიერ ტოქსინების გამომუშავებას, რაც იწვევს მავნებლების განადგურებას.
ქილატუმის უპირატესობები
✔️ აქვს როგორც დამცველობითი ისე რეპელენტური თვისება;
✔️ სელექციური მოქმედებით ანადგურებს მხოლოდ მავნებლებს და ნაკლებად საზიანოა მათი ბიოლოგიური მტრებისთვის;
✔️ ქილატუმის გამოყენებისას, სხვა სინთეზურ პრეპერატებთან შედარებით, რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;




