კომანდო
| კულტურები | ყველა კულტურა |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | იაპონია |
| პრეპარატული ფორმა | ფხვნილი |
კომანდო“ მრავალი წელია ცნობილია თავისი ეფექტურობით. მისი გამოყენების შემდეგ ვირთხები სწრაფად და მყისიერად კვდებიან.
სატყუარას მოსამზადებლად აიღეთ 950 გრამი მარცვლეული (ფეტვი,ხორბალი, სიმინდი ან სხვა). დაუმატეთ 25 გრამი ზეთი. შეურიეთ 25 გრამი „კომანდო“. კარგად აურიეთ, რომ ნარევი ერთგვაროვანი გახდეს. მიღებული სატყუარა დადეთ მცირე ულუფებად (10–20 გრამი) იმ ადგილებში, სადაც ვირთხების არსებობა შეინიშნება.
| კულტურა | მიზანი | გამოყენება | დოზირება (გ/950 გ მარცვალი) |
| ყველა კულტურა | მღრღნელი მავნებლები | განალაგეთ ამ სატყუარას 10 – 20 გრამი შესაბამის ადგილებში. | 25 |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| თუთიის ფოსფიდი | 80 |
მსგავსი პროდუქცია
ელისიუმი
ელისიუმი არის ნატურალური წარმოშობის ორგანული ფუნგიციდი მრავალმხრივი მოქმედებით. პროდუქტი შედგება მიკროკაფსულირებული ფერმენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ანადგურებენ სოკოს უჯრედის კედლებს, რის შედეგადაც პათოგენი კვდება. პრეპარატში კომპლექსირებული თუთიის, მაგნიუმისა და რკინის დახმარებით ელისიუმი აძლიერებს ფესვების ასიმილაციის პროცესს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ქიმიურ ფუნგიციდებთან ერთად. არის ნულოვანი დაბინძურების პროდუქტი და არ იწვევს რეზისტენტობას.
ერიზო
ერიზო არის ორგანული, Bacillus sublis- ზე დაფუძნებული ფუნგიციდი. მისი შემცველი მცენარეული ამინომჟვები აზოგინებენ დაავადებასთან საბრძოლველად საჭირო ენერგიას, ხოლო ბაქტერიები გამოყოფენ პათოგენისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს. პროდუქტის გამოყენება შეიძლება მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდის გარეშე. აუცილებელია მიმწებებლის გამოყენება
კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ცელფოსი
სანდო, ეკონომიური და ეფექტური ფუმიგანტი, რომელიც გამოიყენება მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის უსაფრთხო დასაწყობებისთვის. განკუთვნილია ყველა ტიპის ფუმიგაციისთვის (ბრეზენტით ან საფარით დაფარული სივრცეები, ცარიელი საწყობები, გადაზიდვის კონტეინერები, გემის სადგომები და ვერტიკალური რეზერვუარები) და უზრუნველყოფს მავნებლების კონტროლს მარცვლეულში, პარკოსნებში, ზეთოვან კულტურებში, ჩირში, სანელებლებსა და ცხოველთა საკვებში, ასევე არასასურსათო პროდუქტებში,როგორიცაა თამბაქო და ბამბა.




