ელისიუმი
ელისიუმი არის ნატურალური წარმოშობის ორგანული ფუნგიციდი მრავალმხრივი მოქმედებით. პროდუქტი შედგება მიკროკაფსულირებული ფერმენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ანადგურებენ სოკოს უჯრედის კედლებს, რის შედეგადაც პათოგენი კვდება. პრეპარატში კომპლექსირებული თუთიის, მაგნიუმისა და რკინის დახმარებით ელისიუმი აძლიერებს ფესვების ასიმილაციის პროცესს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ქიმიურ ფუნგიციდებთან ერთად. არის ნულოვანი დაბინძურების პროდუქტი და არ იწვევს რეზისტენტობას.
| მწარმოებელი | Arvensis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ესპანეთი |
| მოქმედი ნივთიერება | დაფნისებრთა ექსტრატი, ეთერზეთები, თუთია (Zn), მანგანუმი (Mn), რკინა (Fe) |
| პრეპარატული ფორმა | მიკროემულსია |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება | ლოდინის პერიოდი |
| ყველა კულტურა | ნაცარი, ჭრაქი, ქეცი, ჟანგა, ფუზარიოზი, მონილიოზი, კომბოსტოს კილა, ბოტრიტისი, ანთრაქნოზი, კლასტეროსპოროზი |
300 მლ / 100 ლ წყალი | 0 დღე |
| ყველა კულტურა | ვერტიცილიოზი და სხვა ნიადაგის სოკოვანი დაავადებები |
ნიადაგისთვის : 3-5 ლ/ჰა | 0 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| დაფნისებრთა ექსტრაქტი | 1% |
| ეთერზეთები | 90% |
| რკინა (Fe) | 0.30% |
| მანგანუმი (Mn) | 0.85% |
| თუთია (Zn) | 0.85% |
მსგავსი პროდუქცია
ამინოსოლი
მცენარის ზრდისა და განვითარების ხელშემწყობი საშუალება, რომელიც მცენარეს საჭირო საკვები ნივთიერებების სრულ კომპლექსს (ამინომჟავებს) აწვდის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ფოთლიდან, ისე ნიადაგიდან განოყიერებისას, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სტრესულ პირობებში
✔️ ამინომჟავები აუქსინების სამშენებლო კომპლექსია და, შესაბამისად, ისინი მონაწილეობენ უჯრედების გაყოფასა და ფესვების განვითარებაში;
✔️ განოყიერებულ მცენარეებს, ამინდის უკიდურესი ცვლილებებით გამოწვეულ სტრესულ პირობებში ან ჰერბიციდების არსებობისას უფრო სწრაფი აღდგენის უნარი აქვთ;
✔️ ამინოსოლი აუმჯობესებს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების ეფექტურობასა და ტოლერანტობას;
მირიქალი
მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.
ფლუაზინოვა პლუსი
ფლუაზინოვა პლუსი არის ძლიერი დამცავი ფუნგიციდი. იგი წარმოადგენს კონტაქტურ ფუნგიციდს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატით მთლიანი მცენარის დაფარვა. მას აქვს ძლიერი მოქმედება, იგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვაზში ბოტრიტისის, ჭრაქისა და ფომოფსისის, ხეხილში ქეცის, ხოლო სხვა კულტურებში ფიტოპტორის საკონტროლოდ. პრეპარატი ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.
ჰექტაშ ბორდო
ჰექტაშ ბორდო შეიცავს 20% მეტალურ სპილენძს, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების საკონტროლოდ, როგორიცაა ჭრაქი, ქეცი, ფიტოპტორა, ფოთლის სიხუჭუჭე და სხვა. გამოირჩევა პრევენციული მოქმედებით და იცავს მცენარეებს ახალი ინფექციებისგან.
ჰექტაშ ბორდოს უპირატესობები
✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
✔️ პრევენციული მოქმედება;
✔️ რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრა;
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.




