მეტადექსი
| კულტურები | ყველა კულტურა |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| პრეპარატული ფორმა | გრანულოვანი სატყუარა |
| მწარმოებელი | Hektaş |
მეტადექსი არის გრანულოვანი სატყუარა, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ლოკოკინებზე;მოხვედრისას იწვევს ლორწოს ჭარბ გამოყოფას, დეჰიდრატაციას და ნერვული სისტემის მოშლას, რის შედეგადაც მავნებელი იღუპება.
| კულტურა | მიზანი | გამოყენება | დოზირება (გ/950 გ მარცვალი) |
| ყველა კულტურა | ლოკოკინები | ნიადაგზე მოყრა | 15 |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| მეტალდეჰიდი | 6% |
მსგავსი პროდუქცია
ალფოსეთილი
ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.
ბეთრინი – ინსექტიციდი (დელტამეტრინი)
ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.
პასატი
პასატი არის ფართო სპექტრის მოქმედების კონტაქტური ინსექტიციდი, რომლის მოქმედებაც გამოიხატება სწრაფი კონტაქტით, კუჭის ქმედებით და რეპელენტური თვისებებით. გარდა ამისა პასატი მოქმედებს მწერების ნერვულ სისტემაზე - ნატრიუმის არხებზე ზემოქმედებით არღვევს ნეირონების მოქმედებას. გამოიყენება როგორც ბოსტნეულში, ისე ხეხილოვან და მარცვლოვან კულტურებში გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ.
ქილატუმი
ქილატუმი არის მცენარეული წარმოშობის კონტაქტური-ორგანული ინსექტიციდი, რომელიც მიიღება ტროპიკული მცენარეების ექსტრაქტისგან. ის ხელს უწყობს მცენარეების გაძლიერებას და მათ მიერ ტოქსინების გამომუშავებას, რაც იწვევს მავნებლების განადგურებას.
ქილატუმის უპირატესობები
✔️ აქვს როგორც დამცველობითი ისე რეპელენტური თვისება;
✔️ სელექციური მოქმედებით ანადგურებს მხოლოდ მავნებლებს და ნაკლებად საზიანოა მათი ბიოლოგიური მტრებისთვის;
✔️ ქილატუმის გამოყენებისას, სხვა სინთეზურ პრეპერატებთან შედარებით, რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
ცელფოსი
სანდო, ეკონომიური და ეფექტური ფუმიგანტი, რომელიც გამოიყენება მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის უსაფრთხო დასაწყობებისთვის. განკუთვნილია ყველა ტიპის ფუმიგაციისთვის (ბრეზენტით ან საფარით დაფარული სივრცეები, ცარიელი საწყობები, გადაზიდვის კონტეინერები, გემის სადგომები და ვერტიკალური რეზერვუარები) და უზრუნველყოფს მავნებლების კონტროლს მარცვლეულში, პარკოსნებში, ზეთოვან კულტურებში, ჩირში, სანელებლებსა და ცხოველთა საკვებში, ასევე არასასურსათო პროდუქტებში,როგორიცაა თამბაქო და ბამბა.



