ქილატუმი
ქილატუმი არის მცენარეული წარმოშობის კონტაქტური-ორგანული ინსექტიციდი, რომელიც მიიღება ტროპიკული მცენარეების ექსტრაქტისგან. ის ხელს უწყობს მცენარეების გაძლიერებას და მათ მიერ ტოქსინების გამომუშავებას, რაც იწვევს მავნებლების განადგურებას.
ქილატუმის უპირატესობები
✔️ აქვს როგორც დამცველობითი ისე რეპელენტური თვისება;
✔️ სელექციური მოქმედებით ანადგურებს მხოლოდ მავნებლებს და ნაკლებად საზიანოა მათი ბიოლოგიური მტრებისთვის;
✔️ ქილატუმის გამოყენებისას, სხვა სინთეზურ პრეპერატებთან შედარებით, რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
| მწარმოებელი | Arvensis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ესპანეთი |
| პრეპარატული ფორმა | მიკროემულსია |
ექსტრაქტში არსებული ალკალოიდების, ფენოლებისა და ტერპენების დახმარებით პრეპარატს აქვს დამცველობითი მოქმედება. ქილატუმი გამოიყენება ფრთათეთრების, ბუგრების, თრიფსების, მუხლუხოების, წითელი ტკიპების-წინააღმდეგ. არ გამოიყენოთ ვარდებზე.
| კულტურა | გამოყენება | დოზირება | ლოდინის პერიოდი |
| ყველა კულტურა | ფოთლოვანი | 100-300მლ/100ლ წყალი | 0 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| მცენარეული ექსტრაქტი | 50% |
| დარიჩინალდეჰიდი | 6% |
| თუთია (Zn) | 2% |
მსგავსი პროდუქცია
დეტოლი ემა
დეტოლი ემა არის კონტაქტური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის, ხეხილისა და სხვა კულტურების მავნებლების გასაკონტროლებლად. მას მაღალი აქტივობა აქვს ქერცლფრთიანი მავნებლების (პეპლების), ტკიპების, ხეშეშფრთიანებისა და თანაბარფრთიანების წინააღმდეგ. ეფექტურია მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ.
დეტოლი ემას უპირატესობები
✔️ მრავალმხრივი მოქმედება მავნებლების წინააღმდეგ;
✔️ ეფექტურობა მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ;
✔️ ნერვული სისტემის დარღვევის უნიკალური მექანიზმი;
კარლიტა
კარლიტა არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება მავნებელთა ფართო სპექტრის: ბუგრების, ცრუფარიანასა და ფრთათეთრების წინააღმდეგ. სპიროტეტრამატს აქვს უნარი გადაადგილდეს მცენარის მთელ სიგრძეზე, რითაც უზრუნველყოფს მცენარის ახალი ნაზარდის დაცვას არა მხოლოდ მავნებლების ზრდასრული ფორმისგან, არამედ ხელს უშლის კვერცხებისა და მავნებლების ლარვების ზრდას. არ გადააჭარბოთ შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.
ფერტირეგ ექტსრა
თხევადი ორგანული სასუქი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით. ფერტირეგ ექსტრა მცენარეს ამარაგებს ადვილად ათვისებადი აზოტით, რაც აუმჯობესებს ფესვთა სისტემის ფუნქციონირებას ბუსუსოვანი ფესვების განვითარების ხარჯზე
✔️ არ ტოვებს ქიმიურ დანალექს;
✔️ მცენარეს ეხმარება სტრესის დაძლებაში;
✔️ ზრდის ფერმენტების აქტივობას ნიადაგის ორგანულ ფრაქციებში და აუმჯობესებს მის სტრუქტურას;
✔️ ააქტიურებს ნიადაგის მიკროფლორას;
✔️ პრეპარატს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი CAAE და მისი გამოყენება
ნებადართულია ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაში
✔️ ორგანული ნივთიერებების შესათვისებლად მცენარე არ ხარჯავს ენერგიას;
✔️ მცენარეს ამარაგებს აზოტით;
ჰექტოლინეუმი
ჰექტოლინეუმი კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება კულტურათა მავნებლების მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის მომქედების მექანიზმი გამოიხატება შემდეგნაირად -წყალში გახსნილი მინერალური ზეთის შესხურება ხდება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე. შედეგად ჩვენი მცენარე დაიფარება მინერალური ზეთის თხელი აპკით -რაც შეაფერხებს მავნებლების სუნთქვის პროცესს და გამოიწვევს მათ კვდომას.





