ვივა ასტიმულირებს მცენარის რიზოსფეროს. მასში შემცველი პოლისაქარიდები, ჰუმინური და ფულვინური მჟავები ზრდიან ნიადაგის ნაყოფიერებას და აღადგენენ მიკრობულ აქტივობას.
ვივას უპირატესობები
✔️ ამცირებს ნიადაგის გამოფიტვას;;
✔️ აუმჯობესებს ფესვთა არეს;
✔️ უზრუნველყოფს მცენარის დაბალანსებულ ზრდას და მაღალ მოსავალს;
✔️ ხელს უწყობს ნაყოფის მიმაგრებას, ამცირებს ცვენას;
| მწარმოებელი | Valagro |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | იტალია |
| პრეპარატული ფორმა | სითხე |
ვივა უპირველესად მოქმედებს ნიადაგის რიზოსფეროს ფორმირებაზე, რითაც უზრუნველყოფს როგორც მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებას, ისე ნიადაგის სტრუქტურისა და მიკროფლორის გაუმჯობესებას. რაც უფრო ხშირად გამოიყენება ვივა, მით მეტად უმჯობესდება ნაყოფის მიმაგრების უნარი და მცირდება მისი ჩამოცვენის ალბათობა.
| კულტურა | გამოყენება | დოზირება | გამოყენების დრო (ინტერვალი 15–20 დღე) |
| ხეხილი | ფერტიგაცია | 10–15 ლ/ჰა | ვეგეტაციის განმავლობაში |
| ბოსტნეული | ფერტიგაცია | 2–3 ლ/1000 მ² | ვეგეტაციის განმავლობაში |
| მარწყვი | ფერტიგაცია | 2–3 ლ/1000 მ² | გადარგვისა და ნაყოფის გამონასკვის შემდგომ |
| დეკორატიული მცენარე | ძირებში ჩაღვრით | 2–4 ლ/1000 მ² | ვეგეტაციის განმავლობაში |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| პოლისაქარიდები | |
| ცილები | |
| ამინომჟავები | |
| ჰუმინური მჟავა | |
| საერთო აზოტი (N) | 3% |
| ორგანული აზოტი (N) | 1% |
| შარდოვანას (N) | 2% |
| კალიუმის ოქსიდი (K₂O) | 8% |
| ორგანული ნახშირბადი (C) | 8% |
| რკინა (Fe EDDHSA) | 0.10% |
ვიდეო
გადმოწერეთ ბროშურა
მსგავსი პროდუქცია
ამინოსოლი
მცენარის ზრდისა და განვითარების ხელშემწყობი საშუალება, რომელიც მცენარეს საჭირო საკვები ნივთიერებების სრულ კომპლექსს (ამინომჟავებს) აწვდის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ფოთლიდან, ისე ნიადაგიდან განოყიერებისას, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სტრესულ პირობებში
✔️ ამინომჟავები აუქსინების სამშენებლო კომპლექსია და, შესაბამისად, ისინი მონაწილეობენ უჯრედების გაყოფასა და ფესვების განვითარებაში;
✔️ განოყიერებულ მცენარეებს, ამინდის უკიდურესი ცვლილებებით გამოწვეულ სტრესულ პირობებში ან ჰერბიციდების არსებობისას უფრო სწრაფი აღდგენის უნარი აქვთ;
✔️ ამინოსოლი აუმჯობესებს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების ეფექტურობასა და ტოლერანტობას;
ბასფოლიარ ავანტ ნატური
ბასფოლიარ ავანტ ნატურის უპირატესობები
✔️ შეიცავს სრულად მცენარეული წარმოშობის ამინომჟავებს;
✔️ ამინომჟავების უნიკალური შემადგენლობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და უსაფრთხოებას;
✔️ ბიოლოგიურად აქტიური L- ტიპის ამინომჟავების მაღალი რაოდენობა;
✔️ სპეციალურად შექმნილია სტრესის ტოლერანტობის გასაუმჯობესებლად და მცენარის ზრდისა და განვითარების სტიმულირებისთვის.
ბროტავერდი
ორმაგი მოქმედების ბუნებრივი სტიმულატორი და სისტემური დამცველი. ბროტავერდის პირდაპირი დანიშნულებაა მცენარეში ლიგნინის დასქელება, რისი მეშვეობითაც მცენარე დაცული ხვდება ნებისმიერ პათოგენს.
✔️ აძლიერებს ქსილემის ჭურჭლებს;
✔️ ლიგნინის გასქელებით, ბუნებრივად იცავს მცენარეს ვასკულარული დაავადებიბისგან, მაგალითად ფიტოპტორასგან;
✔️ ზრდის ნაყოფის ხარისხსა და მწვანე მასას;
✔️ აძლიერებს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას;
ფერტირეგ ექტსრა
თხევადი ორგანული სასუქი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით. ფერტირეგ ექსტრა მცენარეს ამარაგებს ადვილად ათვისებადი აზოტით, რაც აუმჯობესებს ფესვთა სისტემის ფუნქციონირებას ბუსუსოვანი ფესვების განვითარების ხარჯზე
✔️ არ ტოვებს ქიმიურ დანალექს;
✔️ მცენარეს ეხმარება სტრესის დაძლებაში;
✔️ ზრდის ფერმენტების აქტივობას ნიადაგის ორგანულ ფრაქციებში და აუმჯობესებს მის სტრუქტურას;
✔️ ააქტიურებს ნიადაგის მიკროფლორას;
✔️ პრეპარატს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი CAAE და მისი გამოყენება
ნებადართულია ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაში
✔️ ორგანული ნივთიერებების შესათვისებლად მცენარე არ ხარჯავს ენერგიას;
✔️ მცენარეს ამარაგებს აზოტით;




