სტიმპლექსი
| კულტურები | ყველა კულტურა |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | კანადა |
| პრეპარატული ფორმა | სითხე |
| მწარმოებელი | Acadian Plant Health |
სტიმპლექსი (S mplex) არის თხევადი მცენარეთა ზრდის რეგულატორი, რომელიც მიღებულია Ascophyllum nodosum-გან და იწვევს მცენარეში 100 ppm ციტოკინინის ექვივალენტურ რეაქციას. იგი აუმჯობესებს მცენარეთა ზრდასა და განვითარებას უჯრედულ დონეზე მოქმედებით — არეგულირებს ბუნებრივად წარმოქმნილი ფიტოჰორმონების გამომუშავებას და ააქტიურებს იმ ბიოლოგიურ გზებს, რომლებიც ზრდის სტრესისადმი გამძლეობას, ასტიმულირებს ფესვთა სისტემის განვითარებას და აუმჯობესებს საკვები ელემენტების ათვისებას.
დოზირება და გამოყენების ფორმა:
| კულტურა | გამოყენება | დოზირება ლ/ჰა | გამოყენების დრო |
| ბოსტნეული: პომიდორი, წიწაკა, კიტრი, კარტოფილი და სხვ. |
ფოთლოვანი
ფესვური |
2 – 2.5
2.5 |
პირველი წამლობა ჩითილების გადარგვისას |
| ხეხილი |
ფოთლოვანი
ფესვური |
1.5 – 3
3 |
ყვავილობის პერიოდში |
| ვენახი |
ფოთლოვანი
ფესვური |
1.5 – 3
3 |
ფოთლის გაშლიდან ნაყოფის ზრდამდე |
| მარცვლეული | ფოთლოვანი | 1.5 – 3 | ნებისმიერ დროს |
| მოცვი |
ფოთლოვანი
ფესვური |
2 – 2.5
2.5 |
პირველი წამლობა გადარგვის შემდეგ |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| ციტოკინინი | 0.01% |
| მანიტოლი | 0.8% |
| ორგანული ნახშირბადი | 5 |
| ალგანინის მჟავა | 1.5 |
| ფუკოიდანები | 2 |
| Ascophyllum nodosum |
მსგავსი პროდუქცია
კაპტანი
ტაკკაპტანი არის პროფილაქტიკური და თერაპიული ფუნგიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების წინააღმდეგ - ხასიათდება განსაკუთრებული მომქედებითა და ეფექტურობით ოომიცეტების ჯგუფის პათოგენების წინააღმდეგ, მათ შორის: ფიტოფტორა და სხვა ფესვის სიდამპლეები. ასევე ხასიათდება ეფექტური მოქედებით ჭრაქისა და სხვადასხვა სოკოთი გამოწვეული ლაქიანობის წინააღმდეგ -მრავალ კულტურაში.
მირიქალი
მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.
ფერტირეგ ექტსრა
თხევადი ორგანული სასუქი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით. ფერტირეგ ექსტრა მცენარეს ამარაგებს ადვილად ათვისებადი აზოტით, რაც აუმჯობესებს ფესვთა სისტემის ფუნქციონირებას ბუსუსოვანი ფესვების განვითარების ხარჯზე
✔️ არ ტოვებს ქიმიურ დანალექს;
✔️ მცენარეს ეხმარება სტრესის დაძლებაში;
✔️ ზრდის ფერმენტების აქტივობას ნიადაგის ორგანულ ფრაქციებში და აუმჯობესებს მის სტრუქტურას;
✔️ ააქტიურებს ნიადაგის მიკროფლორას;
✔️ პრეპარატს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი CAAE და მისი გამოყენება
ნებადართულია ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაში
✔️ ორგანული ნივთიერებების შესათვისებლად მცენარე არ ხარჯავს ენერგიას;
✔️ მცენარეს ამარაგებს აზოტით;



