ჩვენება 9 12 18 24

ბოტრეფინი

ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.

მეტფინი

მეტფინი არის ფართო სპექტრის სისტემური ფუნგიციდი, რომელიც იცავს მცენარეს ისეთი სოკოვანი დაავადებებისგან როგორებიცაა: სეპტორიოზი, ჟანგა, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი და სხვა. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერება, მეტკონაზოლი, აფერხებს სოკოს სეროტონინის სინთეზსს, რაც ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. მეტფინი უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას და იოლად აითვისება მცენარეების მიერ.

ფლუაზინოვა პლუსი

ფლუაზინოვა პლუსი არის ძლიერი დამცავი ფუნგიციდი. იგი წარმოადგენს კონტაქტურ ფუნგიციდს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატით მთლიანი მცენარის დაფარვა. მას აქვს ძლიერი მოქმედება, იგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვაზში ბოტრიტისის, ჭრაქისა და ფომოფსისის, ხეხილში ქეცის, ხოლო სხვა კულტურებში ფიტოპტორის საკონტროლოდ. პრეპარატი ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.