ბოტრეფინი
ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
| მწარმოებელი | FINCHIMICHA |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | იტალია |
| მოქმედი ნივთიერება | ფლუდიოქსონილი, ციპროდინილი |
| პრეპარატული ფორმა | წყალში დისპერსირებადი გრანულები (WG) |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი) | 0.6 – 1.0 | 21 დღე |
| მსხალი, ვაშლი | ქეცი, მონილიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ალტერნარიოზი, ფუზარიოზოზი, კიბო, ანთრაქნოზი |
0.8 – 1.0 | 3 დღე |
| ატამი, ვაშლატამა | მონილიოზი | 0.8 – 1.5 | 14 დღე |
| კარტოფილი, მაყვალი, მარწყვი, მოცხარი, მოცვი | ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი), ღეროს სიდამპლე, ანთრაქნოზი, მონილიოზი | 1.0 – 1.5 | 7 დღე |
| პომიდორი, ბადრიჯანი, კიტრი | ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი), კომბოსტოს თეთრი სიდამპლე | 0.8 – 1.0 | 3 დღე |
| სალათის ფოთოლი | ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი), კომბოსტოს თეთრი სიდამპლე | 0.8 – 1.0 | 7 დღე |
| ხახვი, ნიორი | კომბოსტოს თეთრი სიდამპლე და ბოტრიტისი | 1.0 – 1.5 | 14 დღე |
შემადგენელი ნივთიერებები
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| ციპროდინილი | 37.5 |
| ფლუდიოქსონილი | 25 |
მსგავსი პროდუქცია
მეტფინი
მეტფინი არის ფართო სპექტრის სისტემური ფუნგიციდი, რომელიც იცავს მცენარეს ისეთი სოკოვანი დაავადებებისგან როგორებიცაა: სეპტორიოზი, ჟანგა, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი და სხვა. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერება, მეტკონაზოლი, აფერხებს სოკოს სეროტონინის სინთეზსს, რაც ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. მეტფინი უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას და იოლად აითვისება მცენარეების მიერ.
სებირი
პრევენციული და სამკურნალო ფუნგიციდი, რომლის შემადგენელი ნივთიერებებია სისტემური მოქმედების მეტალაქსილი და კონტაქტური მოქმედების ფლუდიოქსონილი. ფუნგიციდი შექმნილია თანამედროვე სუსპენზირებული კონცენტრატის ფორმულაციით და ებრძვის ნიადაგური წარმოშობის პათოგენებს.
✔️ შერეული მოქმედების უნარი;
✔️ ეფექტურობა ნიადაგური პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ მრავალმხრივი გამოყენება;



