ჩვენება 9 12 18 24

ბექჰენდი

ბექჰენდი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი დამცავი და პროფილაქტიკური მოქმედებით. ის აფერხებს სპორების გაღივებას, აღმოცენებას, მიცელიუმის განვითარებას და სპორების წარმოქმნას. პირაკლოსტრობინისა და დითიანონის მოქმედების გაერთიანებით კი ბექჰენდს აქვს განსაკუთრებული უნარი ებრძლოს ხეხილის შავ ლაქიანობას. მას აქვს ხანგრძლივი და დამცავი ეფექტი.

ჰექტაშ ქლიქი

ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.