ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | დითიანონი |
| პრეპარატული ფორმა | წყალში დისპერსირებადი გრანულები (WG) |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ჭრაქი | 0.4 – 0.7 | 21 დღე |
| ვაშლი,მსხალი | ქეცი, სიდამპლე, ალტერნარიოზი, ლაქიანობა | 0.6 – 0.8 | 21 დღე |
| ატამი,გარგარი | ყავისფერი სიდამპლე , ფოთლის სიხუჭუჭე, ჟანგა, კლასტეროსპოროზი, ლაქიანობა, მონოლიოზია |
0.5 – 0.7 | 21 დღე |
| ციტრუსი | ალტერნარიოზი | 0.5 – 0.7 | 21 დღე |
შემადგენელი ნივთიერებები
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| დითიანონი | 70 |
მსგავსი პროდუქცია
ბექჰენდი
ბექჰენდი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი დამცავი და პროფილაქტიკური მოქმედებით. ის აფერხებს სპორების გაღივებას, აღმოცენებას, მიცელიუმის განვითარებას და სპორების წარმოქმნას. პირაკლოსტრობინისა და დითიანონის მოქმედების გაერთიანებით კი ბექჰენდს აქვს განსაკუთრებული უნარი ებრძლოს ხეხილის შავ ლაქიანობას. მას აქვს ხანგრძლივი და დამცავი ეფექტი.
მეტფინი
მეტფინი არის ფართო სპექტრის სისტემური ფუნგიციდი, რომელიც იცავს მცენარეს ისეთი სოკოვანი დაავადებებისგან როგორებიცაა: სეპტორიოზი, ჟანგა, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი და სხვა. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერება, მეტკონაზოლი, აფერხებს სოკოს სეროტონინის სინთეზსს, რაც ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. მეტფინი უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას და იოლად აითვისება მცენარეების მიერ.
ფაინსულფური
ფაინსულფური არის ფუნგიციდი და აკარიციდი, რომელიც შექმნილია წყალში დისპერსიული გრანულების სახით და შეიცავს 80% გოგირდს. მოცემული ფორმულირება დიდ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს და არის ეკოლოგიურად სუფთა. წყლის დისპერსიული გრანულები უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რადგან არ წარმოქმნის მტვერს.
ფაინსულფურის უპირატესობები
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებო;
✔️ მარტივი გამოყენება და ტრანსპორტირება;
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებობა;
ფუდინი
ფუდინი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი და აქვს , როგორც სამკურნალო , ასევე პრევენციული მოქმედება. გამოიყენება ხეხილის, ვაზის, ბოსტნეულის და კენკროვნების დაავადებათა კომპლექსის წინააღმდეგ. მცენარეს იცავს ისეთი დაავადების განვითარებისგან, როგორიცაა: ქეცი, ჭრაქი, ფომოფსისი, ფოთლების სიხუჭუჭე, ჟანგა, რგოლური ლაქიანობები და ა.შ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას აქვს ფოთოლზე გადანაწილების ძლიერი ეფექტი, ადვილად იჭრება მცენარეში და გავლენას ახდენს, სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.




