ჩვენება 9 12 18 24

ფლუაზინოვა პლუსი

ფლუაზინოვა პლუსი არის ძლიერი დამცავი ფუნგიციდი. იგი წარმოადგენს კონტაქტურ ფუნგიციდს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატით მთლიანი მცენარის დაფარვა. მას აქვს ძლიერი მოქმედება, იგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვაზში ბოტრიტისის, ჭრაქისა და ფომოფსისის, ხეხილში ქეცის, ხოლო სხვა კულტურებში ფიტოპტორის საკონტროლოდ. პრეპარატი ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.

ფუდინი

ფუდინი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი და აქვს , როგორც სამკურნალო , ასევე პრევენციული მოქმედება. გამოიყენება ხეხილის, ვაზის, ბოსტნეულის და კენკროვნების დაავადებათა კომპლექსის წინააღმდეგ. მცენარეს იცავს ისეთი დაავადების განვითარებისგან, როგორიცაა: ქეცი, ჭრაქი, ფომოფსისი, ფოთლების სიხუჭუჭე, ჟანგა, რგოლური ლაქიანობები და ა.შ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას აქვს ფოთოლზე გადანაწილების ძლიერი ეფექტი, ადვილად იჭრება მცენარეში და გავლენას ახდენს, სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.