ფუდინი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი და აქვს , როგორც სამკურნალო , ასევე პრევენციული მოქმედება. გამოიყენება ხეხილის, ვაზის, ბოსტნეულის და კენკროვნების დაავადებათა კომპლექსის წინააღმდეგ. მცენარეს იცავს ისეთი დაავადების განვითარებისგან, როგორიცაა: ქეცი, ჭრაქი, ფომოფსისი, ფოთლების სიხუჭუჭე, ჟანგა, რგოლური ლაქიანობები და ა.შ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას აქვს ფოთოლზე გადანაწილების ძლიერი ეფექტი, ადვილად იჭრება მცენარეში და გავლენას ახდენს, სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | დოდინი |
| პრეპარატული ფორმა | სუსპენზირებული კონცენტრატი (SC) |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ფომოფსისი, ჭრაქი | 1.2 – 1.5 | 40 დღე |
| ვაშლი, მსხალი | ქეცი | 1.2 – 1.5 | 40 დღე |
| ატამი, გარგარი, ბალი | ანთრაქნოზი, მონილიოზი, ჟანგა, ფოთლების სიხუჭუჭე |
1.0 – 1.5 | 40 დღე |
| პომიდორი | ფიტოფტოროზი | 1.0 – 1.5 | 14 დღე |
| გოგრა, საზამთრო, ნესვი | პერონოსპოროზი, ანთრაქნოზი | 1.2 – 1.5 | 14 დღე |
| მარწყვი | ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების ლაქიანობა |
1.0 – 1.5 | 14 დღე |
| სტაფილო, რეჰანი, კრამა, ნიახური | ფიტოფტოროზი, ფოთლების ლაქიანობა | 1.2 – 1.5 | 14 დღე |
| სალათი, ისპანახი, რუკოლა | პერონოსპოროზი, ანთრაქნოზი | 1 | 10 დღე |
შემადგენელი ნივთიერებები
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| დოდინი | 500 |
მსგავსი პროდუქცია
მირიქალი
მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.
სებირი
პრევენციული და სამკურნალო ფუნგიციდი, რომლის შემადგენელი ნივთიერებებია სისტემური მოქმედების მეტალაქსილი და კონტაქტური მოქმედების ფლუდიოქსონილი. ფუნგიციდი შექმნილია თანამედროვე სუსპენზირებული კონცენტრატის ფორმულაციით და ებრძვის ნიადაგური წარმოშობის პათოგენებს.
✔️ შერეული მოქმედების უნარი;
✔️ ეფექტურობა ნიადაგური პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ მრავალმხრივი გამოყენება;



