პროდუქცია
ბეთრინი – ინსექტიციდი (დელტამეტრინი)
ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.
კროშე
კროშე არის აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის ტკიპებს. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა ფაზაზე, მათ შორის კვერცხებზე. პრეპარატი მოქმედებს შეხებით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით. იგი მოქმედებს შერჩევითად. შესხურებისთანავე იჭრება მცენარის წვენში და ანადგურებს იმ მავნებელსაც, რომელიც წამლობისას არ იმყოფებოდა კონტაქტში. არ ვნებს ფუტკრებს და მტაცებელ /სასარგებლო/ ტკიპებს. ეფექტურია მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც საუკეთესო პრეპრატია ანტირეზისტენტულ სისტემაში გამოსაყენებლად თავსებადია სხვა პესტიციდებთან და წყალში ხსნად სასუქებთან.

