კროშე
კროშე არის აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის ტკიპებს. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა ფაზაზე, მათ შორის კვერცხებზე. პრეპარატი მოქმედებს შეხებით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით. იგი მოქმედებს შერჩევითად. შესხურებისთანავე იჭრება მცენარის წვენში და ანადგურებს იმ მავნებელსაც, რომელიც წამლობისას არ იმყოფებოდა კონტაქტში. არ ვნებს ფუტკრებს და მტაცებელ /სასარგებლო/ ტკიპებს. ეფექტურია მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც საუკეთესო პრეპრატია ანტირეზისტენტულ სისტემაში გამოსაყენებლად თავსებადია სხვა პესტიციდებთან და წყალში ხსნად სასუქებთან.
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი ფხვნილი |
| მოქმედი ნივთიერება | ტებუფენპირადი |
| კულტურა | მავნებლები | დოზირება (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | წითელი ტკიპა ,ვაზის ტკიპა, აბლაბუდიანი ტკიპა, ჭიჭინობელა |
0,4 | 14 დღე |
| ვაშლი, მსხალი, ატამი | ხეხილის წითელი ტკიპა,ხეხილის აბლაბუდიანი ტკიპა ,ფსილა |
0,4 | 14 დღე |
| ციტრუსი | ვერცხლისფერი ტკიპა, წითელბეწვიანი ტკიპა |
0,4 | 14 დღე |
| მარწყვი | ტკიპები ,წითელი აბლაბუდიანი ტკიპა | 0,5 | 14 დღე |
| პომიდორი, წიწაკა, ლიმონი | წითელი აბლაბუდიანი ტკიპა ,ტკიპა | 0,4 | 14 დღე |
| ბადრიჯანი, კიტრი | ტკიპა | 0,4 | 14 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| ტებუფენპირადი | 20 |
მსგავსი პროდუქცია
ბეთრინი – ინსექტიციდი (დელტამეტრინი)
ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.
ვეჯექს კრისოილი
კრისოილი არის ბუნებრივ პირეთრინზე დაფუძნებული, ფართო სპექტრის მქონე ინსექტო-აკარიციდი, რომელიც გამოიყენება ფართოდ გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ. მასში შემავალი ბოტანიკური ექსტრაქტი ააქტიურებს მცენარის დამცავ მექანიზმებს სტრესული მდგომარეობების წინააღმდეგ.
ვეჯექს კრისოილის უპირატესობები
✔️ მცენარეს შეუძლია მაქსიმალურად შეითვისოს პრეპარატი;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
✔️ ბუნებრივად წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს;
✔️ გამოიყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში (მათ შორის, მოსავლის აღებისას და მის შემდეგ);
✔️ არ აქვს ლოდინის პერიოდი;
მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;
ქილატუმი
ქილატუმი არის მცენარეული წარმოშობის კონტაქტური-ორგანული ინსექტიციდი, რომელიც მიიღება ტროპიკული მცენარეების ექსტრაქტისგან. ის ხელს უწყობს მცენარეების გაძლიერებას და მათ მიერ ტოქსინების გამომუშავებას, რაც იწვევს მავნებლების განადგურებას.
ქილატუმის უპირატესობები
✔️ აქვს როგორც დამცველობითი ისე რეპელენტური თვისება;
✔️ სელექციური მოქმედებით ანადგურებს მხოლოდ მავნებლებს და ნაკლებად საზიანოა მათი ბიოლოგიური მტრებისთვის;
✔️ ქილატუმის გამოყენებისას, სხვა სინთეზურ პრეპერატებთან შედარებით, რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
ჰექტოლინეუმი
ჰექტოლინეუმი კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება კულტურათა მავნებლების მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის მომქედების მექანიზმი გამოიხატება შემდეგნაირად -წყალში გახსნილი მინერალური ზეთის შესხურება ხდება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე. შედეგად ჩვენი მცენარე დაიფარება მინერალური ზეთის თხელი აპკით -რაც შეაფერხებს მავნებლების სუნთქვის პროცესს და გამოიწვევს მათ კვდომას.




