Dettol
დეტოლი გლიფო 450
დეტოლი გლიფო 450 წარმოადგენს ტოტალური მოქმედების ჰერბიციდს, რომელიც სრულად ანადგურებს გავრცელებულ სარეველებს, მათ ფესვთა სისტემასა და ყლორტებს. მთავარ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს გლიფოსატი.
დეტოლი გლიფოს უპირატესობები
✔️ამცირებს რეზისტენტული სარეველების პრობლემას;
✔️ მცენარეზე წებვადობის მაღალი დონე;
✔️ თავსებადია სხვა პროდუქტებთან;
✔️ კონკურენტული ფასი;
დეტოლი ემა
დეტოლი ემა არის კონტაქტური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის, ხეხილისა და სხვა კულტურების მავნებლების გასაკონტროლებლად. მას მაღალი აქტივობა აქვს ქერცლფრთიანი მავნებლების (პეპლების), ტკიპების, ხეშეშფრთიანებისა და თანაბარფრთიანების წინააღმდეგ. ეფექტურია მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ.
დეტოლი ემას უპირატესობები
✔️ მრავალმხრივი მოქმედება მავნებლების წინააღმდეგ;
✔️ ეფექტურობა მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ;
✔️ ნერვული სისტემის დარღვევის უნიკალური მექანიზმი;
