დეტოლი ემა არის კონტაქტური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის, ხეხილისა და სხვა კულტურების მავნებლების გასაკონტროლებლად. მას მაღალი აქტივობა აქვს ქერცლფრთიანი მავნებლების (პეპლების), ტკიპების, ხეშეშფრთიანებისა და თანაბარფრთიანების წინააღმდეგ. ეფექტურია მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ.
დეტოლი ემას უპირატესობები
✔️ მრავალმხრივი მოქმედება მავნებლების წინააღმდეგ;
✔️ ეფექტურობა მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ;
✔️ ნერვული სისტემის დარღვევის უნიკალური მექანიზმი;
| მწარმოებელი | Dettol |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ჩინეთი |
| პრეპარატული ფორმა | ემულსიის კონცენტრატი |
| მოქმედი ნივთიერება | ემამექტინ ბენზოატი |
ემამექტინ ბენზოატი აძლიერებს მწერებისა და ტკიპების ნერვული უჯრედების აქტივობას ქლორის იონების დახმარებით, რაც საბოლოოდ იწვევს მავნებლების განადგურებას. შეასხურეთ მწერების გამოჩენისთანავე. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ხვატარის კვერცხების გამოჩეკისთანავე. პროდუქტი არ გამოიყენოთ 4-ზე მეტჯერ ერთი მცენარის შემთხვევაში.
| კულტურა | მავნებლები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ყურძნის ჭია, კვირტის ჭია, ფოთოლხვევია | 1,2 – 1,5 | 14 დღე |
| ვაშლი | ვაშლის ჩრჩილი, ვაშლის ნაყოფჭამია | 1,2 – 1,5 | 14 დღე |
| სიმინდი | ბამბის ხვატარი, მდელოს ფარვანა | 0,8 – 1,2 | 14 დღე |
| პომიდორი | ხვატარი, მენაღმე ჩრჩილი (Tuta absoluta) | 0,8 – 1,2 | 14 დღე |
| კიტრი | ხვატარი, ფოთლის ჩრჩილი | 0,8 – 1,2 | 14 დღე |
| კომბოსტო | კომბოსტოს ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი, თეთრულა | 0,8 – 1,2 | 14 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| ემამექტინ ბენზოატი | 1.70% |
გადმოწერეთ ბროშურა
მსგავსი პროდუქცია
კროშე
კროშე არის აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის ტკიპებს. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა ფაზაზე, მათ შორის კვერცხებზე. პრეპარატი მოქმედებს შეხებით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით. იგი მოქმედებს შერჩევითად. შესხურებისთანავე იჭრება მცენარის წვენში და ანადგურებს იმ მავნებელსაც, რომელიც წამლობისას არ იმყოფებოდა კონტაქტში. არ ვნებს ფუტკრებს და მტაცებელ /სასარგებლო/ ტკიპებს. ეფექტურია მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც საუკეთესო პრეპრატია ანტირეზისტენტულ სისტემაში გამოსაყენებლად თავსებადია სხვა პესტიციდებთან და წყალში ხსნად სასუქებთან.
მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;
პასატი
პასატი არის ფართო სპექტრის მოქმედების კონტაქტური ინსექტიციდი, რომლის მოქმედებაც გამოიხატება სწრაფი კონტაქტით, კუჭის ქმედებით და რეპელენტური თვისებებით. გარდა ამისა პასატი მოქმედებს მწერების ნერვულ სისტემაზე - ნატრიუმის არხებზე ზემოქმედებით არღვევს ნეირონების მოქმედებას. გამოიყენება როგორც ბოსტნეულში, ისე ხეხილოვან და მარცვლოვან კულტურებში გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ.
სილტანი
სილტანი არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც მწერების ნერვული სისტემის აღგზნებადობის ხარჯზე ანადგურებს მავნებლებს. მოქმედებს კონტაქტური და მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვის გზით. გამოიყენება ყველა კულტურაში. ახასიათებს ეფექტური და სწრაფი მოქმედება. არ გადააჭარბოთ სილტანით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ცელფოსი
სანდო, ეკონომიური და ეფექტური ფუმიგანტი, რომელიც გამოიყენება მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის უსაფრთხო დასაწყობებისთვის. განკუთვნილია ყველა ტიპის ფუმიგაციისთვის (ბრეზენტით ან საფარით დაფარული სივრცეები, ცარიელი საწყობები, გადაზიდვის კონტეინერები, გემის სადგომები და ვერტიკალური რეზერვუარები) და უზრუნველყოფს მავნებლების კონტროლს მარცვლეულში, პარკოსნებში, ზეთოვან კულტურებში, ჩირში, სანელებლებსა და ცხოველთა საკვებში, ასევე არასასურსათო პროდუქტებში,როგორიცაა თამბაქო და ბამბა.




