Dettol
დეტოლი გლიფო 450
დეტოლი გლიფო 450 წარმოადგენს ტოტალური მოქმედების ჰერბიციდს, რომელიც სრულად ანადგურებს გავრცელებულ სარეველებს, მათ ფესვთა სისტემასა და ყლორტებს. მთავარ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს გლიფოსატი.
დეტოლი გლიფოს უპირატესობები
✔️ამცირებს რეზისტენტული სარეველების პრობლემას;
✔️ მცენარეზე წებვადობის მაღალი დონე;
✔️ თავსებადია სხვა პროდუქტებთან;
✔️ კონკურენტული ფასი;
დეტოლი გლიფო 540
დეტოლი გლიფო 540 არის გლიფოსატის შემცველი სისტემური, არასელექციური, ფართო სპექტრის მოქმედების ჰერბიციდი, რომელიც შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება მცენარეში. ნიადაგთან კონტაქტისას ინაქტივირდება და გამოიყენება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ.
დეტოლი გლიფო 540-ის უპირატესობები
✔️ სწრაფი მოქმედება;
✔️ გაადვილებული ტრანსპორტი;
✔️ ჩამორეცხვის მიმართ გამძლეობა;
✔️ ეფექტურად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე;
დეტოლი გლიფო 680
პრეპარატი წარმოდგენილია წყალში ხსნადი გრანულების სახით, რაც მას აქცევს უფრო მეტად კონცენტრირებულ ჰერბიციდად, ვიდრე თხევადი ჰერბიციდები. იგი იხსნება წყალში ძალიან სწრაფად. საუკეთესო შედეგი დგება სარეველების აქტიური ვეგეტაციის ფაზაში გამოყენებისას. მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი სარეველები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყვავილობის წინ და ყვავილობის ფაზაში.
დეტოლი ემა
დეტოლი ემა არის კონტაქტური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის, ხეხილისა და სხვა კულტურების მავნებლების გასაკონტროლებლად. მას მაღალი აქტივობა აქვს ქერცლფრთიანი მავნებლების (პეპლების), ტკიპების, ხეშეშფრთიანებისა და თანაბარფრთიანების წინააღმდეგ. ეფექტურია მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ.
დეტოლი ემას უპირატესობები
✔️ მრავალმხრივი მოქმედება მავნებლების წინააღმდეგ;
✔️ ეფექტურობა მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ;
✔️ ნერვული სისტემის დარღვევის უნიკალური მექანიზმი;