ატრეუსი არის ფუნგიციდი სუსპენზიის კონცენტრატის სახით, რომელიც წარმოადგენს ორი განსხვავებული აქტიური ნივთიერების კომბინაციას. ამ ორი აქტიური ნივთიერებიდან ერთ-ერთია პირმეთანილი, ანილნოპირიმიდინის ჯგუფის კონტაქტური და ტრანსლამინარული ფუნგიციდი, რომელსაც აქვს დამცავი და სამკურნალო თვისებები.
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | პირიმეთანილი, ტრიფლოქსისტრობინი |
| პრეპარატული ფორმა | სუსპენზიის კონცენტრატი |
ატრეუსი მოქმედება გამოიხატება სოკოს უჯრედში მეთიონინის სინთეზის პრევენციით. ტრიფლოქსტრობინი კი არის ბუნებრივად წარმოქმნილი სოკოსგან მიღებული მეტაბოლიტი და მოქმედებს მიტოქონდრიული სუნთქვაში, სპორების ადრეული გამრავლებისა და მიცელიუმის განვითარებაში ჩარევით. მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით ატრეუსი ფლობს როგორც დამცავ, ასევე სამკურნალო თვისებებს.
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ჭრაქი, სიდამწარე, ნაცარი | 0.4 – 0.5 | 14 დღე |
| თხილი | ნაცარი | 0.3 – 0.5 | 14 დღე |
| ვაშლი | შავი ლაქიანობა, ქეცი | 0.4 – 0.5 | 14 დღე |
| მსხალი | შავი ლაქიანობა, ქეცი | 0.4 – 0.5 | 14 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| პირიმეთანილი | 310 |
| ტრიფლოქსისტრობინი | 95 |
მსგავსი პროდუქცია
ბოტრეფინი
ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
მირიქალი
მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.




