მირიქალი
მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | ტებუკონაზოლი |
| პრეპარატული ფორმა | ემულსიის კონცენტრატი |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ნაცარი, ანთრაქნოზი, ფომოფსისი, ნაცრისფერი სიდამპლე |
0.5 – 0.7 | 21 დღე |
| ვაშლი, მსხალი და სხვა თესლოვნები | ქეცი, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა | 0.4 – 0.8 | 21 დღე |
| ატამი, ვაშლატამა, ბალი | მონილიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ჯანგა | 0.4 – 0.8 | 21 დღე |
| კაკალი, თხილი, ნუში | ანთრაქნოზი, ფომოფსისი, ნაცარი | 0.4 – 0.8 | 21 დღე |
| საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბალი, ქერი, ჭვავი | ჰელმინტოსპორიოზული სილაქავე(მურა, ყვითელი, ღეროს) ჟანგები, ნაცარი, სეპტორიოზი, თავთავის ფუზარიოზი, ყვითელი ლაქიანობა |
0.4 – 0.6 | 21 დღე |
| კიტრი, საზამთრო, ნესვი | ნაცარი, ანთრაქნოზი | 0.5 | 21 დღე |
| კარტოფილი, პომიდორი, წიწაკა | კლადოსპორიუმი, ალტერნარიოზი, ჟანგა, ნაცარი | 0.5 – 1 | 21 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| ტებუკონაზოლი | 250 |
მსგავსი პროდუქცია
არვიკა
არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი
არვიკას უპირატესობები
✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;
ჰექტაშ ბორდო
ჰექტაშ ბორდო შეიცავს 20% მეტალურ სპილენძს, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების საკონტროლოდ, როგორიცაა ჭრაქი, ქეცი, ფიტოპტორა, ფოთლის სიხუჭუჭე და სხვა. გამოირჩევა პრევენციული მოქმედებით და იცავს მცენარეებს ახალი ინფექციებისგან.
ჰექტაშ ბორდოს უპირატესობები
✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
✔️ პრევენციული მოქმედება;
✔️ რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრა;




