კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.
| მწარმოებელი | Cosaco |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | გერმანია |
| პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი ფხვნილი |
კუპროზინი 35 სფს უპირატესობები
✔️ სწრაფი დატენიანება – მაღალი ხსნადობის უნარი;
✔️ მაღალხარისხიანი სუსპენზია;
✔️ კარგი წებოვანი თვისებები, რომლებიც ითვალისწინებს კუპროზინის სწრაფად შრობას და ხანგრძლივ ეფექტურობას;
✔️ თავსებადია გავრცელებულ პესტიციდებთან
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
|---|---|---|---|
| ვაზი | ჭრაქი, ანთრაქნოზი, ფომოფსისი, შავი სიდამპლე | 2 – 3 | 7 დღე |
| ხეხილი (ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ბალი, კომში, ქლიავი, ატამი, გარგარი) | მონილიოზი, ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი, ბაქტერიული ლაქიანობა, ნეკროზი | 2 – 3 | 5 – 10 დღე |
| პომიდორი, კიტრი | ფიტოფტორა, ალტერნარიოზი, ჭრაქი | 1.7 – 2.1 | 5 დღე |
| კარტოფილი | ფიტოფტორა, ალტერნარიოზი | 1.7 – 2.9 | 6 დღე |
| მარწყვი | ბაქტერიული სილაქავე | 1.3 | 7 – 10 დღე |
| მოცვი | ანთრაქნოზი, ჟანგა | 2.9 | 7 – 10 დღე |
| კაკლოვნები (თხილი, ნუში, კაკალი) | ფსუოდომონა, ფიტოპლაზმა, მურა ლაქიანობა, ბაქტერიოზი, ანთრაქნოზი, სეპტორიოზი, ნეკროზი | 4.3 – 7 | 7 – 10 დღე |
| ციტრუსი | ფიტოფტორა | 2.5 – 3 | 10 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| სპილენძის ოქსიქლორიდი | 59 |
| მეტალური სპილენძის ექვივალენტი | 35 |
| ინერტული ნივთიერებები |
ვიდეო
გადმოწერეთ ბროშურა
მსგავსი პროდუქცია
კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ფლოკი
ფლოკი არის სისტემური მოქმედების, ტრიაზოლის ჯგუფის ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება მცენარის მწვანე ნაწილებზე. ეს არის პრეპარატი, რომელსაც აქვს უმაღლესი დამცავი და თერაპიული თვისებები როგორც ნაყოფზე, ასევე ფოთლებზე - ვაშლისა და მსხლის შავი ლაქიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში — Venturia spp. მას აქვს ადგილობრივი სისტემური და ძლიერი ტრანსლამინარული ეფექტი. შესხურების შემდეგ სწრაფად შედის მცენარეში და აქტივირდება ძალიან მალე - 2 საათში.
ფლუაზინოვა პლუსი
ფლუაზინოვა პლუსი არის ძლიერი დამცავი ფუნგიციდი. იგი წარმოადგენს კონტაქტურ ფუნგიციდს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატით მთლიანი მცენარის დაფარვა. მას აქვს ძლიერი მოქმედება, იგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვაზში ბოტრიტისის, ჭრაქისა და ფომოფსისის, ხეხილში ქეცის, ხოლო სხვა კულტურებში ფიტოპტორის საკონტროლოდ. პრეპარატი ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.
ქილატუმი
ქილატუმი არის მცენარეული წარმოშობის კონტაქტური-ორგანული ინსექტიციდი, რომელიც მიიღება ტროპიკული მცენარეების ექსტრაქტისგან. ის ხელს უწყობს მცენარეების გაძლიერებას და მათ მიერ ტოქსინების გამომუშავებას, რაც იწვევს მავნებლების განადგურებას.
ქილატუმის უპირატესობები
✔️ აქვს როგორც დამცველობითი ისე რეპელენტური თვისება;
✔️ სელექციური მოქმედებით ანადგურებს მხოლოდ მავნებლებს და ნაკლებად საზიანოა მათი ბიოლოგიური მტრებისთვის;
✔️ ქილატუმის გამოყენებისას, სხვა სინთეზურ პრეპერატებთან შედარებით, რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.





