ფლოკი
ფლოკი არის სისტემური მოქმედების, ტრიაზოლის ჯგუფის ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება მცენარის მწვანე ნაწილებზე. ეს არის პრეპარატი, რომელსაც აქვს უმაღლესი დამცავი და თერაპიული თვისებები როგორც ნაყოფზე, ასევე ფოთლებზე – ვაშლისა და მსხლის შავი ლაქიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში — Venturia spp. მას აქვს ადგილობრივი სისტემური და ძლიერი ტრანსლამინარული ეფექტი. შესხურების შემდეგ სწრაფად შედის მცენარეში და აქტივირდება ძალიან მალე – 2 საათში.
| მწარმოებელი | Ferbis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | დიფენოკონაზოლი |
| პრეპარატული ფორმა | ემულსიის კონცენტრატი |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ნაცარი, შავი ლაქიანობა, წითურა, შავი სიდამპლე |
0.5 – 0.8 | 21 დღე |
| ვაშლი, მსხალი | ქეცი, ნაცარი, ალტერნარიოზი | 0.5 – 1 | 21 დღე |
| ატამი, გარგარი, ალუბალი, ბალი | ქეცი, კლასტეროსპორიოზი, ფოთლის სიხუჭუჭე, კოკომიკოზი |
0.5 – 1 | 21 დღე |
| ციტრუსი | ალტერნარიოზი, ქეცი, ნაცარი | 0.5 – 1 | 21 დღე |
| თხილი | ლაქიანობა | 0.5 | 21 დღე |
| პომიდორი, კარტოფილი | ფიტოფტოროზი | 0.3 – 0.5 | 21 დღე |
| კომბოსტო, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო | ალტერნარიოზი , ფოთლის შავი ლაქიანობა | 0.3 – 0.5 | 21 დღე |
| სტაფილო, ჭარხალი | ალტერნარიოზი, ნაცარი | 0.3 – 0.5 | 21 დღე |
შემადგენელი ნივთიერებები
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| დიფენოკონაზოლი | 250 |
მსგავსი პროდუქცია
ალფოსეთილი
ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.
არვიკა
არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი
არვიკას უპირატესობები
✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;
კაპტანი
ტაკკაპტანი არის პროფილაქტიკური და თერაპიული ფუნგიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების წინააღმდეგ - ხასიათდება განსაკუთრებული მომქედებითა და ეფექტურობით ოომიცეტების ჯგუფის პათოგენების წინააღმდეგ, მათ შორის: ფიტოფტორა და სხვა ფესვის სიდამპლეები. ასევე ხასიათდება ეფექტური მოქედებით ჭრაქისა და სხვადასხვა სოკოთი გამოწვეული ლაქიანობის წინააღმდეგ -მრავალ კულტურაში.
ფუდინი
ფუდინი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი და აქვს , როგორც სამკურნალო , ასევე პრევენციული მოქმედება. გამოიყენება ხეხილის, ვაზის, ბოსტნეულის და კენკროვნების დაავადებათა კომპლექსის წინააღმდეგ. მცენარეს იცავს ისეთი დაავადების განვითარებისგან, როგორიცაა: ქეცი, ჭრაქი, ფომოფსისი, ფოთლების სიხუჭუჭე, ჟანგა, რგოლური ლაქიანობები და ა.შ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას აქვს ფოთოლზე გადანაწილების ძლიერი ეფექტი, ადვილად იჭრება მცენარეში და გავლენას ახდენს, სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.




