მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;
| მწარმოებელი | Rovensa next |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ესპანეთი |
| პრეპარატული ფორმა | წყალხსნარი |
მობეტს შეუძლია დაშალოს ქიტინი ანუ დამცავი ფენა, რომელიც გარს აკრავს რბილსაფარველიანი მწერის ჩონჩხს. არღვევს მწერის უჯრედულ მემბრანას (იწვევს დეჰიდრატაციას), ახშობს სასუნთქ გზებს და იწვევს მავნებლის კვდომას. აკონტროლებს ფრთათეთრებს (Bemisia tabaci, Trialeurodes vaporiorum) 80%დან 95-% მდე ეფექტურობით.
| კულტურა | გამოყენება | დოზირება | ლოდინის პერიოდი |
| ყველა კულტურა | ფოთლოვანი | 0.5-1ლ/100ლ წყალში | 0 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| კალიუმის მარილები | 40.8% |
| წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი(K2O) | 7.5% |
| კალიუმის საპონიცირებული ზეთები |
მსგავსი პროდუქცია
ამინოსოლი
მცენარის ზრდისა და განვითარების ხელშემწყობი საშუალება, რომელიც მცენარეს საჭირო საკვები ნივთიერებების სრულ კომპლექსს (ამინომჟავებს) აწვდის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ფოთლიდან, ისე ნიადაგიდან განოყიერებისას, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სტრესულ პირობებში
✔️ ამინომჟავები აუქსინების სამშენებლო კომპლექსია და, შესაბამისად, ისინი მონაწილეობენ უჯრედების გაყოფასა და ფესვების განვითარებაში;
✔️ განოყიერებულ მცენარეებს, ამინდის უკიდურესი ცვლილებებით გამოწვეულ სტრესულ პირობებში ან ჰერბიციდების არსებობისას უფრო სწრაფი აღდგენის უნარი აქვთ;
✔️ ამინოსოლი აუმჯობესებს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების ეფექტურობასა და ტოლერანტობას;
ფერტირეგ ექტსრა
თხევადი ორგანული სასუქი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით. ფერტირეგ ექსტრა მცენარეს ამარაგებს ადვილად ათვისებადი აზოტით, რაც აუმჯობესებს ფესვთა სისტემის ფუნქციონირებას ბუსუსოვანი ფესვების განვითარების ხარჯზე
✔️ არ ტოვებს ქიმიურ დანალექს;
✔️ მცენარეს ეხმარება სტრესის დაძლებაში;
✔️ ზრდის ფერმენტების აქტივობას ნიადაგის ორგანულ ფრაქციებში და აუმჯობესებს მის სტრუქტურას;
✔️ ააქტიურებს ნიადაგის მიკროფლორას;
✔️ პრეპარატს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი CAAE და მისი გამოყენება
ნებადართულია ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაში
✔️ ორგანული ნივთიერებების შესათვისებლად მცენარე არ ხარჯავს ენერგიას;
✔️ მცენარეს ამარაგებს აზოტით;
ცელფოსი
სანდო, ეკონომიური და ეფექტური ფუმიგანტი, რომელიც გამოიყენება მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის უსაფრთხო დასაწყობებისთვის. განკუთვნილია ყველა ტიპის ფუმიგაციისთვის (ბრეზენტით ან საფარით დაფარული სივრცეები, ცარიელი საწყობები, გადაზიდვის კონტეინერები, გემის სადგომები და ვერტიკალური რეზერვუარები) და უზრუნველყოფს მავნებლების კონტროლს მარცვლეულში, პარკოსნებში, ზეთოვან კულტურებში, ჩირში, სანელებლებსა და ცხოველთა საკვებში, ასევე არასასურსათო პროდუქტებში,როგორიცაა თამბაქო და ბამბა.




