ფორმულა სუპერი
ფორმულა სუპერი 5 ეკ არის სელექციური, ამოსვლის-შემდგომი ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება ერთწლიანი და მრავალწლიანი მახვილფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ. გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით-სარეველას მიერ პრეპარატის ათვისება ხდება სწრაფად და შედეგები ხილულია გამოყენებიდან 5 დღემდე ვადაში, ხოლო 10 დღემდე ვადაში სარეველა სრულიად იღუპება.
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედების ტიპი | სელექციური ჰერბიციდი |
| სამიზნე | ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველები |
რაც შეეხება აქტიური ნივთიერების მოქმედებას: ქუიზალოფოპ-პ- ეთილი აინჰიბირებს ფერმენტ აცეტილ-CoA კარბოქსილაზას (ACCase), რომელიც აკატალიზებს ცხიმოვანი მჟავების სინთეზის პირველ საფეხურს. ცხიმოვანი მჟავების სინთეზის დათრგუნვა ბლოკავს ფოსფოლიპიდების გამომუშავებას, რომელიც გამოიყენება სარეველას უჯრედების ზრდისთვის საჭირო ახალი მემბრანების შესაქმნელად.
| კულტურა | სარეველა | დოზირება (ლ/ჰა) | მითითება |
| ვაზი | ერთწლიანი და მრავალწლოვანი სარეველები | 1–1.5 |
გამოიყენეთ მაშინ როდესაც სარეველას სიმაღლე მიაღწევს 15–20 სმ-ს
|
| პომიდორი | ერთწლიანი და მრავალწლოვანი სარეველები | 1 |
გამოიყენეთ მაშინ როდესაც სარეველას სიმაღლე მიაღწევს 15–20 სმ-ს
|
| ხახვი | ერთწლიანი და მრავალწლოვანი სარეველები | 1 |
გამოიყენეთ მაშინ როდესაც სარეველას სიმაღლე მიაღწევს 10–20 სმ-ს
|
| ჭარხალი | ერთწლიანი და მრავალწლოვანი სარეველები | 0.75–1 |
მინ. დოზირება ერთწლიანებისთის, მაქს. დოზირება მრავალწლიანებისთვის
|
| მზესუმზირა | ერთწლიანი და მრავალწლოვანი სარეველები | 1 |
გამოიყენეთ მაშინ როდესაც სარეველას სიმაღლე მიაღწევს 15–20 სმ-ს
|
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| ქუიზალოფოპ-ეთილი | 50 |
მსგავსი პროდუქცია
დეტოლი 2.4დ
აღმოცენების შემდგომი, სისტემური მოქმედების სელექციური ჰერბიციდი. იგი გამოიყენება ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების, ასევე ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველას სახეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების - ხორბლის, სიმინდის, სორგოს, ფეტვის და ა.შ.
✔️ აჩერებს სარეველების ზრდას შესხურებისანავე;
✔️ არ ზღუდავს შემდგომ წლებში სხვა კულტურების წარმოებას;
✔️ არ არის ტოქსიკური და საშიში გარემოსთვის;
დეტოლი გლიფო 540
დეტოლი გლიფო 540 არის გლიფოსატის შემცველი სისტემური, არასელექციური, ფართო სპექტრის მოქმედების ჰერბიციდი, რომელიც შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება მცენარეში. ნიადაგთან კონტაქტისას ინაქტივირდება და გამოიყენება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ.
დეტოლი გლიფო 540-ის უპირატესობები
✔️ სწრაფი მოქმედება;
✔️ გაადვილებული ტრანსპორტი;
✔️ ჩამორეცხვის მიმართ გამძლეობა;
✔️ ეფექტურად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე;
ტრინიტი
ტრინიტი არის სელექციური ჰერბიციდი ნიადაგზე ზემოქმედებისთვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ნათესების მარცვლოვან და ორლებნიან სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, ის აფერხებს უჯრედების გაყოფას და სიცოცხლისუნარიანობას სარეველას ფესვებსა და ყლორტებში
ტრინიტის უპირატესობები
✔️ სარეველების გრძელვადიანი კონტროლი;
✔️ შერჩევითი მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ერთწლიან ბალახებზე;
✔️ აღმოცენებამდელი და აღმოცენების შემდგომი მოქმედება (ადრეულ ეტაპებზე);
ფნამეკი
ფნამეკი არის ფართო სპექტრის, სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, მაქსიმალურ ეფექტს იძლევა აქტიურად მზარდი სარეველების წინააღმდეგ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ჰერბიციდი გამოყენებისთანავე იჭრება სარეველა მცენარეში და იწყებს მოქმედებას. ბლოკავს მცენარის ზრდის ჰორმონების და ამინომჟავების ბიოსინთეზს. ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
ფნამეკის უპირატესობები
✔️ ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ სელექციური მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ცივ ამინდეში;
✔️ დაბალი აორთქლებადობა - ნაკლები დანაკარგი;
✔️ სწრაფი ბიოდეგრადაცია ნიადაგში;
✔️ არ ხდება აკუმულირება გრუნტის წყლებში;




