დეტოლი გლიფო 540 არის გლიფოსატის შემცველი სისტემური, არასელექციური, ფართო სპექტრის მოქმედების ჰერბიციდი, რომელიც შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება მცენარეში. ნიადაგთან კონტაქტისას ინაქტივირდება და გამოიყენება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ.
დეტოლი გლიფო 540-ის უპირატესობები
✔️ სწრაფი მოქმედება;
✔️ გაადვილებული ტრანსპორტი;
✔️ ჩამორეცხვის მიმართ გამძლეობა;
✔️ ეფექტურად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე;
| მწარმოებელი | Dettol |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ჩინეთი |
| მოქმედების ტიპი | ტოტალური ჰერბიციდი |
| სამიზნე | ერთწლოვანი სარეველები, მარცვლოვანი სარეველები, მრავალწლოვანი სარეველები, ორლებნიანი სარეველები |
პროდუქტი შეიცავს კალიუმის მარილებს, რაც ზრდის ჰერბიციდის ეფექტურობას. კალიუმის კათიონები (K⁺) მტკიცედ აკავშირებს გლიფოსატის მოლეკულებს, რაც აუმჯობესებს მის მოქმედებას. რეკომენდებულია სარეველებზე გამოყენება, როდესაც ისინი არ იმყოფებიან გვალვის ან ყინვისგან გამოწვეული სტრესის ქვეშ. 15 სმ-ზე მაღალი სარეველების ან ძლიერი დასარეველიანების შემთხვევაში საჭიროა უფრო მაღალი დოზირება.
| კულტურა | დოზირება | ლოდინის პერიოდი | კონტროლირებადი სასურველობა |
| ხეხილი | 3ლ/200-300ლ წყალში | 1 დღე |
ერთწლოვანი, მრავალწლოვანი მარცვლოვანი და ორლებლიანი
|
| ციტრუსი | 3ლ/200-300ლ წყალში | 1 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| გლიფოსატის კალიუმის მარილი | 540 |
გადმოწერეთ ბროშურა
მსგავსი პროდუქცია
დეტოლი გლიფო 450
დეტოლი გლიფო 450 წარმოადგენს ტოტალური მოქმედების ჰერბიციდს, რომელიც სრულად ანადგურებს გავრცელებულ სარეველებს, მათ ფესვთა სისტემასა და ყლორტებს. მთავარ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს გლიფოსატი.
დეტოლი გლიფოს უპირატესობები
✔️ამცირებს რეზისტენტული სარეველების პრობლემას;
✔️ მცენარეზე წებვადობის მაღალი დონე;
✔️ თავსებადია სხვა პროდუქტებთან;
✔️ კონკურენტული ფასი;
ფნამეკი
ფნამეკი არის ფართო სპექტრის, სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, მაქსიმალურ ეფექტს იძლევა აქტიურად მზარდი სარეველების წინააღმდეგ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ჰერბიციდი გამოყენებისთანავე იჭრება სარეველა მცენარეში და იწყებს მოქმედებას. ბლოკავს მცენარის ზრდის ჰორმონების და ამინომჟავების ბიოსინთეზს. ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
ფნამეკის უპირატესობები
✔️ ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ სელექციური მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ცივ ამინდეში;
✔️ დაბალი აორთქლებადობა - ნაკლები დანაკარგი;
✔️ სწრაფი ბიოდეგრადაცია ნიადაგში;
✔️ არ ხდება აკუმულირება გრუნტის წყლებში;



