ფნამეკი
ფნამეკი არის ფართო სპექტრის, სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, მაქსიმალურ ეფექტს იძლევა აქტიურად მზარდი სარეველების წინააღმდეგ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ჰერბიციდი გამოყენებისთანავე იჭრება სარეველა მცენარეში და იწყებს მოქმედებას. ბლოკავს მცენარის ზრდის ჰორმონების და ამინომჟავების ბიოსინთეზს. ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
ფნამეკის უპირატესობები
✔️ ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ სელექციური მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ცივ ამინდეში;
✔️ დაბალი აორთქლებადობა – ნაკლები დანაკარგი;
✔️ სწრაფი ბიოდეგრადაცია ნიადაგში;
✔️ არ ხდება აკუმულირება გრუნტის წყლებში;
| მწარმოებელი | Ferbis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედების ტიპი | სელექციური ჰერბიციდი |
| მოქმედი ნივთიერება | 2.4დ 2-ეთილექსილის ესტერი, ფლორასულამი |
| კულტურა | გამოყენება | დოზირება (მლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ხორბალი,ქერი | ფოთლოვანი | 500-700 | |
| სიმინდი | ფოთლოვანი | 700-800 |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| 2.4-დ 2-ეთილექსილის ესტერი | 452.42 |
| ფლორასულამი | 6.25 |
მსგავსი პროდუქცია
ტრინიტი
ტრინიტი არის სელექციური ჰერბიციდი ნიადაგზე ზემოქმედებისთვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ნათესების მარცვლოვან და ორლებნიან სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, ის აფერხებს უჯრედების გაყოფას და სიცოცხლისუნარიანობას სარეველას ფესვებსა და ყლორტებში
ტრინიტის უპირატესობები
✔️ სარეველების გრძელვადიანი კონტროლი;
✔️ შერჩევითი მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ერთწლიან ბალახებზე;
✔️ აღმოცენებამდელი და აღმოცენების შემდგომი მოქმედება (ადრეულ ეტაპებზე);
ფორმულა სუპერი
ფორმულა სუპერი 5 ეკ არის სელექციური, ამოსვლის-შემდგომი ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება ერთწლიანი და მრავალწლიანი მახვილფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ. გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით-სარეველას მიერ პრეპარატის ათვისება ხდება სწრაფად და შედეგები ხილულია გამოყენებიდან 5 დღემდე ვადაში, ხოლო 10 დღემდე ვადაში სარეველა სრულიად იღუპება.




