კაირა არის სისტემური, ფართო სპექტრის ფუნგიციდი , რომელიც შეიცავს აზოქსისტრობინს. პრეპარატი ეკოლოგიურად სუფთაა და უარყოფითად არ მოქმედებს სასარგებლო მწერებზე.
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | აზოქსისტრობინი |
| პრეპარატული ფორმა | სუსპენზირებული კონცენტრატი (SC) |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
|---|---|---|---|
| ვაზი | ჭრაქი, ნაცარი,ფომოფსისი ,ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი) | 0.25 – 1 | 21 დღე |
| კარტოფილი | ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი, რიზოქტონიოზი | 0.3 – 0.6 | 7 დღე |
| ნესვა, საზამთრო, კიტრი, გოგრა | პერონოსპოროზი, ნაცარი, ჭრაქი | 0.8 – 1.2 | 3 დღე |
| კიტრი, პომიდორი | პომიდვრის ფიტოპტორა, ჭრაქი, ნაცარი , პომიდვრის ალტერნარიოზი | 0.4 | 3 დღე |
| წიწაკა (სათბური) | ნაცარი | 0.6 | 3 დღე |
| მარცვლოვანი | ყვითელი ლაქიანობა, მურა ჟანგა, ყვითელი ჟანგა, ხაზა ჟანგა, სეპტორიოზი | 0.5 | 7 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| აზოქსისტრობინი | 250 |
მსგავსი პროდუქცია
ალფოსეთილი
ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.
ბოტრეფინი
ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
სებირი
პრევენციული და სამკურნალო ფუნგიციდი, რომლის შემადგენელი ნივთიერებებია სისტემური მოქმედების მეტალაქსილი და კონტაქტური მოქმედების ფლუდიოქსონილი. ფუნგიციდი შექმნილია თანამედროვე სუსპენზირებული კონცენტრატის ფორმულაციით და ებრძვის ნიადაგური წარმოშობის პათოგენებს.
✔️ შერეული მოქმედების უნარი;
✔️ ეფექტურობა ნიადაგური პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ მრავალმხრივი გამოყენება;
ჰექტაშ ბორდო
ჰექტაშ ბორდო შეიცავს 20% მეტალურ სპილენძს, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების საკონტროლოდ, როგორიცაა ჭრაქი, ქეცი, ფიტოპტორა, ფოთლის სიხუჭუჭე და სხვა. გამოირჩევა პრევენციული მოქმედებით და იცავს მცენარეებს ახალი ინფექციებისგან.
ჰექტაშ ბორდოს უპირატესობები
✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
✔️ პრევენციული მოქმედება;
✔️ რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრა;



