კობოქსი
კობოქსი გამოიყენება სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების კონტროლისთვის ყველა კულტურაში.
კობოქსის უპირატესობები
✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
✔️ მარტივი გამოყენება და ხსნადობა;
✔️ ხანგრძლივი მოქმედება და სხვა პრეპარატებთან თავსებადობა;
| მწარმოებელი | Cosaco |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | გერმანია |
| მოქმედი ნივთიერება | მეტალური სპილენძი, სპილენძის ოქსიქლორიდი |
| პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი ფხვნილი |
პრეპარატს აქვს ულტრა წვრილი ნაწილაკები , სწორედ ამიტომ , არის მარტივად ხსნადი და გამოსაყენებელი. პრეპარატი კარგად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე და ახასიათებს ხანგრძლივი მოქმედება. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან ერთად.
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ჭრაქი | 1.5 – 2.5 | |
| ატამი, ვაშლატამა და სხვა კურკოვანი ხეხილი | ფოთლის სიხუჭუჭე, ბაქტერიული დაავადებები, მონილიოზი, ჟანგა, კლასტეროსპორიოზი | 1.5 – 7.5 | 1 |
| ვაშლი, მსხალი და სხვა თესლოვანი ხეხილი | ქეცი, სიდამპლე | 1-2.5 | 1 |
| კაკლოვნები (თხილი, ნუში, კაკალი) | ბაქტერიული დაავადებები, ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპორიოზი, ფიტოპლაზმა, მურა ლაქიანობა, ანთრაქნოზი, სეპტორიოზი |
2 – 4 | 14 |
| კარტოფილი | ალტერნარიოზი, ფიტოფტორა | 0.8 – 2.5 | 1 |
| პომიდორი | ბაქტერიული დაავადებები, ფიტოფტორა, ალტერნარიოზი | 0.8 – 1 | 1 |
| გოგრა, კიტრი, ნესვი, საზამთრო, ხახვი | ანთრაქნოზი, შავი სიდამპლე, ჭრაქი | 1 | 1 |
| ციტრუსი | ყელის ლპობა, ღეროს კიბო | 1.5-2.5 |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| სპილენძის ოქსიქლორიდი | 80 |
| მეტალური სპილენძი | 50 |
მსგავსი პროდუქცია
ვეჯექს კრისოილი
კრისოილი არის ბუნებრივ პირეთრინზე დაფუძნებული, ფართო სპექტრის მქონე ინსექტო-აკარიციდი, რომელიც გამოიყენება ფართოდ გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ. მასში შემავალი ბოტანიკური ექსტრაქტი ააქტიურებს მცენარის დამცავ მექანიზმებს სტრესული მდგომარეობების წინააღმდეგ.
ვეჯექს კრისოილის უპირატესობები
✔️ მცენარეს შეუძლია მაქსიმალურად შეითვისოს პრეპარატი;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
✔️ ბუნებრივად წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს;
✔️ გამოიყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში (მათ შორის, მოსავლის აღებისას და მის შემდეგ);
✔️ არ აქვს ლოდინის პერიოდი;
ლუმიკი
ლუმიკის უპირატესობები
✔️ ამცირებს წყლის ზედაპირზე დაჭიმულობას;
✔️ ქმნის წყლის პატარა წვეთებს და აუმჯობესებს ფოთლის ზედაპირზე განაწილებას;
✔️ ქმნის დამატებით ფენას წყლის ზედაპირზე რათა შეამციროს აორთქლება ;
✔️ ფოთლებიდან აშორებს მწერების ტკბილ გამონაყოფს;
✔️ ზრდის ნივთიერებების შეწევადობას სპეციფიკური ორგანული ნივთიერებების საშუალებით;
ფლოკი
ფლოკი არის სისტემური მოქმედების, ტრიაზოლის ჯგუფის ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება მცენარის მწვანე ნაწილებზე. ეს არის პრეპარატი, რომელსაც აქვს უმაღლესი დამცავი და თერაპიული თვისებები როგორც ნაყოფზე, ასევე ფოთლებზე - ვაშლისა და მსხლის შავი ლაქიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში — Venturia spp. მას აქვს ადგილობრივი სისტემური და ძლიერი ტრანსლამინარული ეფექტი. შესხურების შემდეგ სწრაფად შედის მცენარეში და აქტივირდება ძალიან მალე - 2 საათში.
ფლუაზინოვა პლუსი
ფლუაზინოვა პლუსი არის ძლიერი დამცავი ფუნგიციდი. იგი წარმოადგენს კონტაქტურ ფუნგიციდს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატით მთლიანი მცენარის დაფარვა. მას აქვს ძლიერი მოქმედება, იგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვაზში ბოტრიტისის, ჭრაქისა და ფომოფსისის, ხეხილში ქეცის, ხოლო სხვა კულტურებში ფიტოპტორის საკონტროლოდ. პრეპარატი ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.






