ნახევრად სისტემურ-კონტაქტური, სპილენძის ბიოლოგიური ფუნგიციდი და ბაქტერიოციდი. ასევე გამოიყენება, როგორც სპილენძის დეფიციტის შემსწორებელი, რომელიც არ აფერხებს მცენარის განვითარებას
✔️ სისტემურ-კონტაქტური მოქმედება;
✔️ ბიოლოგიური და ეკოლოგიური სისუფთავე;
✔️ მრავალფუნქციურობა;
| მწარმოებელი | Rovensa next |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ესპანეთი |
| პრეპარატული ფორმა | წყალხსნარი |
იდაი კობრე არის ნახევრად სისტემურ-კონტაქტური, სპილენძის ბიოლოგიური ფუნგიციდი და ბაქტერიოციდი. ასევე გამოიყენება, როგორც სპილენძის დეფიციტის შემსწორებელი, რომელიც არ აფერხებს მცენარის განვითარებას. პრეპარატს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი CAAE, რის გამოც მისი გამოყენება ნებადართულია ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაში. გამოიყენება შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ: ჭრაქი, ანთრაქნოზი, ფომოფსისი, ფოთლის სიხუჭუჭე, მონილიოზი, ლაქიანობა და სხვ.
| კულტურა | დაავადებები | დოზირება | ლოდინის პერიოდი |
| ყველა კულტურა | ჭრაქი, ქეცი, ბაქტერიული დაავადებები, ანთრაქნოზი, მონილიოზი, ფომოფზისი, ჩითილების ჩაწოლა |
200 – 400 მლ / 100 ლ წყალი (ფოთლიდან) | 7 დღე |
| ყველა კულტურა | ფიტოფტორა, ვერტიცილიოზი, ფესვი დაავადებები | 2-4 ლ/ჰა (ფერტიგაცია) | 7 დღე |
რა არის კობრე?
- სისტემურ-კონტაქტური, სპილენძის ბიოლოგიური ფუნგიციდი და ბაქტერიოციდი
- სპილენძის დეფიციტის შემსწორებელი,რომელიც არ აფერხებს მცენარის განვითარებას
- პრეპარატი რომელსაც მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი CAAE და რომლის გამოყენება ნებადართულია ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაში
სპილენძის სხვა ფუნგიციდებისგან განსხვავებით:
- გარანტირებული ეფექტურობა ცუდი ამინდის პირობებში;
- არ არის ფიტოტოქსიკური და არ უშლის ხელს მცენარის განვითარებას;
- მოქმედებს აპოპლასტის საშუალებით (პასიური ტრანსპორტი, მცენარის ენერგიის ხარჯვის გარეშე) ;
- ჩართულია მცენარის დაცვასთან დაკავშირებული ცილების ფორმირებაში;
- არ აუფერულობს მცენარეს, არ წარმოქმნის ლაქებსა და ნალექს;
გამოიყენება ყველა კულტურაში
სისტემური მოქმედებით გაცილებით ეფექტური ფუნგიციდი და ბაქტერიოციდია, რომელიც ანაცვლებს სხვა მეტად ტოქსიკურ და ნაკლებად მოქმედ სპილენძის შემცველ პრეპარატებს
კობრეს გამოყენება მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით:

პრევენციის მიზნით:
კობრეს მოქმედება
- ხარისხობრივი – არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენებს და სწრაფად შეითვისება
- რაოდენობრივი – არეგულირებს და ავსებს სპილენძის ნაკლებობას, ამცირებს სხვა უფრო ტოქსიკური და ნაკლებად ეფექტური სპილენძის შემცველი პროდუქტების გამოყენების აუცილებლობას
სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ:
- ჭრაქი, ანთრაქნოზი, ფომოფსისი, ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი, მონილიოზი,
ლაქიანობა და სხვ.
ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ:
- ფსევდომონა – ბაქტერია, რომელიც გვხვდება ნიადაგში და წყალში, იწვევს მცენარის სიკვდილს და სხვა დაავადებებს: სველი ღერო, ფესვის კიბო, ბაქტერიოზი და ა.შ
- კობრე 99%–ით ეფექტურია ფსევდომონას წინააღმდეგ ბრძოლაში.
- პირველი შეტანა გაღივების ეტაპზე
- გაიმეორეთ ყოველთვიურად მცენარის სიმწიფეში შესვლამდე.
სამკურნალო მიზნით:
- პირველი შეტანა გაღივების ეტაპზე
- მეორე შეტანა დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
- მესამე შეტანა 10-15 დღის შემდეგ
HPC ტექნოლოგია განაპირობებს:
- სპილენძის მაღალი შეთვისების უნარს
- არაორგანული ნაერთების ორგანულად გარდაქმნის უნარს
- მცენარის მიერ სპილენძის 100%-იანი შეთვისების უნარს
- შეითვისება პასიურად ანუ ენერგიის ხარჯვის გარეშე.
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
|---|---|
| სპილენძის დი-გლუკონატი | |
| წყალში ხსნადი სპილენძი (Cu) | 6 |
| კომპლექსირებული სპილენძი (Cu) | 6 |
გადმოწერეთ ბროშურა
მსგავსი პროდუქცია
ამინოსოლი
მცენარის ზრდისა და განვითარების ხელშემწყობი საშუალება, რომელიც მცენარეს საჭირო საკვები ნივთიერებების სრულ კომპლექსს (ამინომჟავებს) აწვდის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ფოთლიდან, ისე ნიადაგიდან განოყიერებისას, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სტრესულ პირობებში
✔️ ამინომჟავები აუქსინების სამშენებლო კომპლექსია და, შესაბამისად, ისინი მონაწილეობენ უჯრედების გაყოფასა და ფესვების განვითარებაში;
✔️ განოყიერებულ მცენარეებს, ამინდის უკიდურესი ცვლილებებით გამოწვეულ სტრესულ პირობებში ან ჰერბიციდების არსებობისას უფრო სწრაფი აღდგენის უნარი აქვთ;
✔️ ამინოსოლი აუმჯობესებს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების ეფექტურობასა და ტოლერანტობას;
კუპროზინი 35 სფ
კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.
მეტფინი
მეტფინი არის ფართო სპექტრის სისტემური ფუნგიციდი, რომელიც იცავს მცენარეს ისეთი სოკოვანი დაავადებებისგან როგორებიცაა: სეპტორიოზი, ჟანგა, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი და სხვა. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერება, მეტკონაზოლი, აფერხებს სოკოს სეროტონინის სინთეზსს, რაც ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. მეტფინი უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას და იოლად აითვისება მცენარეების მიერ.
ფაინსულფური
ფაინსულფური არის ფუნგიციდი და აკარიციდი, რომელიც შექმნილია წყალში დისპერსიული გრანულების სახით და შეიცავს 80% გოგირდს. მოცემული ფორმულირება დიდ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს და არის ეკოლოგიურად სუფთა. წყლის დისპერსიული გრანულები უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რადგან არ წარმოქმნის მტვერს.
ფაინსულფურის უპირატესობები
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებო;
✔️ მარტივი გამოყენება და ტრანსპორტირება;
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებობა;
ჰექტაშ ბორდო
ჰექტაშ ბორდო შეიცავს 20% მეტალურ სპილენძს, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების საკონტროლოდ, როგორიცაა ჭრაქი, ქეცი, ფიტოპტორა, ფოთლის სიხუჭუჭე და სხვა. გამოირჩევა პრევენციული მოქმედებით და იცავს მცენარეებს ახალი ინფექციებისგან.
ჰექტაშ ბორდოს უპირატესობები
✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
✔️ პრევენციული მოქმედება;
✔️ რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრა;






