ფაინსულფური
ფაინსულფური არის ფუნგიციდი და აკარიციდი, რომელიც შექმნილია წყალში დისპერსიული გრანულების სახით და შეიცავს 80% გოგირდს. მოცემული ფორმულირება დიდ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს და არის ეკოლოგიურად სუფთა. წყლის დისპერსიული გრანულები უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რადგან არ წარმოქმნის მტვერს.
ფაინსულფურის უპირატესობები
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებო;
✔️ მარტივი გამოყენება და ტრანსპორტირება;
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებობა;
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | წყალში ხსნადი გოგირდი |
| პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი გრანულები |
პრეპარატის ხელმისაწვდომი შეფუთვის დახმარებით მისი ტრანსპორტირება მოსახერხებელია, ამავდროულად წყალთან შერევა და დოზის კორექტირება ბევრად უფრო გამარტივებულია. პროდუქტზე დიდ გავლენას არ ახდენს ტემპერატურის ცვლილება და არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს შეფუთვაში. ფაინსულფური იხსნება ძალიან სწრაფად და ადვილად – შედეგად არ ტოვებს ნარჩენებს საწამლ აპარატში და არ ბლოკავს მას.
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ნაცარი, ტკიპა | 2 – 3 | 0 დღე |
| თხილი | ნაცარი, ტკიპები | 2 – 3 | 0 დღე |
| ატამი | ნაცარი | 2 – 3 | 0 დღე |
| ციტრუსი | კვირტის და წითელი ტკიპა | 2 – 3 | 0 დღე |
| ბოსტნეული | ტკიპა, ნაცარი | 2 – 3 | 0 დღე |
| ხეხილი | ნაცარი, ტკიპები | 2 – 3 | 0 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| წყალში ხსნადი გოგირდი | 80 |
მსგავსი პროდუქცია
ბოტრეფინი
ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
კუპროზინი 35 სფ
კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.
ფლუაზინოვა პლუსი
ფლუაზინოვა პლუსი არის ძლიერი დამცავი ფუნგიციდი. იგი წარმოადგენს კონტაქტურ ფუნგიციდს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატით მთლიანი მცენარის დაფარვა. მას აქვს ძლიერი მოქმედება, იგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვაზში ბოტრიტისის, ჭრაქისა და ფომოფსისის, ხეხილში ქეცის, ხოლო სხვა კულტურებში ფიტოპტორის საკონტროლოდ. პრეპარატი ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.




