თხევადი გოგირდი
თხევადი გოგირდი სკ გამოირჩევა როგორც ფუნგიციდური, ისე აკარიციდული მოქმედებით. პროდუქტი ფორმულირებულია კონცენტრირებული სუსპენზიის სახით. მისი შერევა შესაძლებელია მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებთან. კარგად ემაგრება მცენარეს და უმჯობესდება გადაადგილება.
| მწარმოებელი | Afepasa |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ესპანეთი |
| მოქ. ელემენტები | S |
| პრეპარატული ფორმა | სუსპენზიის კონცენტრატი |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ნაცარი, მეგალე და წითელი ტკიპა | 2 – 4 | 1 დღე |
| ხეხილი | ნაცარი, ტკიპა | 3 – 5 | 1 დღე |
| ბოსტნეული | ტკიპა, ნაცარი | 3 – 5 | 1 დღე |
| მარცვლოვანი | ნაცარი | 10 | 1 დღე |
| თხილი | ნაცარი, ტკიპა | 3 – 5 | 1 დღე |
| ციტრუსი | ნაცარი, ტკიპა | 3 – 5 | 1 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| გოგირდი (S) | 80 |
მსგავსი პროდუქცია
ერიზო
ერიზო არის ორგანული, Bacillus sublis- ზე დაფუძნებული ფუნგიციდი. მისი შემცველი მცენარეული ამინომჟვები აზოგინებენ დაავადებასთან საბრძოლველად საჭირო ენერგიას, ხოლო ბაქტერიები გამოყოფენ პათოგენისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს. პროდუქტის გამოყენება შეიძლება მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდის გარეშე. აუცილებელია მიმწებებლის გამოყენება
ვეჯექს კრისოილი
კრისოილი არის ბუნებრივ პირეთრინზე დაფუძნებული, ფართო სპექტრის მქონე ინსექტო-აკარიციდი, რომელიც გამოიყენება ფართოდ გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ. მასში შემავალი ბოტანიკური ექსტრაქტი ააქტიურებს მცენარის დამცავ მექანიზმებს სტრესული მდგომარეობების წინააღმდეგ.
ვეჯექს კრისოილის უპირატესობები
✔️ მცენარეს შეუძლია მაქსიმალურად შეითვისოს პრეპარატი;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
✔️ ბუნებრივად წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს;
✔️ გამოიყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში (მათ შორის, მოსავლის აღებისას და მის შემდეგ);
✔️ არ აქვს ლოდინის პერიოდი;
კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;




