პიგალუსი
პიგალუსი არის ფართო სპექტრის მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ძირითადად სოკოვან დაავადებებს. გამოიყენება ნაცრისთვის ძაღლყურძენასებრთა და გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში, ასევე ეფექტურია ჭრაქის, ანთრაქნოზისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.
| მწარმოებელი | Ferbis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | აზოქსისტრობინი, დიფენოკონაზოლი |
| პრეპარატული ფორმა | სუსპენზიის კონცენტრატი |
პიგალუსი სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მასში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას. მთლიანად თრგუნავს სუბტიკულარული მიცელიუმის ზრდას, რაც ამცირებს სპორების წარმოქმნას, შესაბამისად, ანადგურებს არა მარტო სოკოს ჰიფებს, ასევე სპორებსაც. არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას. არ გადააჭარბოთ პიგალუსით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ნაცარი, ჭრაქი, ფომოფსისი | 0.8 – 1 | 21 დღე |
| თხილი | ლაქიანობა, ანთრაქნოზი, ნაცარი | 0.5 | 21 დღე |
| მარწყვი | ნაცარი, ანთრაქნოზი, სიდამპლე, მონილიოზი | 0.5 | 21 დღე |
| კარტოფილი, პომიდორი, წიწაკა | ფიტოფტორა, ალტერნარიოზი, ნაცარი, ჭრაქი | 0.5 – 0.75 | 21 დღე |
| კიტრი, გოგრა, ნესვი, საზამთრო | ჭრაქი, ნაცარი | 0.5 | 21 დღე |
| კომბოსტო, ბოლოკი | კომბოსტოს თეთრი ლაქიანობა, ჭრაქი, ალტერნარიოზი, ფოთლის შავი ლაქიანობა | 0.3 | 21 დღე |
| სტაფილო | ალტერნარიოზი, ნაცარი | 0.5 | 21 დღე |
| ნიორი | ფოთლის ჟანგა, ალტერნარიოზი | 0.5 | 21 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| აზოქსისტრობინი | 200 |
| დიფენოკონაზოლი | 125 |
მსგავსი პროდუქცია
კუპროზინი 35 სფ
კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.
ფლოკი
ფლოკი არის სისტემური მოქმედების, ტრიაზოლის ჯგუფის ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება მცენარის მწვანე ნაწილებზე. ეს არის პრეპარატი, რომელსაც აქვს უმაღლესი დამცავი და თერაპიული თვისებები როგორც ნაყოფზე, ასევე ფოთლებზე - ვაშლისა და მსხლის შავი ლაქიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში — Venturia spp. მას აქვს ადგილობრივი სისტემური და ძლიერი ტრანსლამინარული ეფექტი. შესხურების შემდეგ სწრაფად შედის მცენარეში და აქტივირდება ძალიან მალე - 2 საათში.




