კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
| მწარმოებელი | Ferbis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | ციმოქსანილი |
| პრეპარატული ფორმა | სველებადი ფხვნილი |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ჭრაქი | 0.75 | 15 დღე |
| პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი | ფიტოფტორა | 0.25 – 0.3 | 15 დღე |
| კიტრი, გოგრა, ნესვი, საზამთრო | ჭრაქი | 0.25 – 0.3 | 15 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| ციმოქსანილი | 50 |
მსგავსი პროდუქცია
კაპტანი
ტაკკაპტანი არის პროფილაქტიკური და თერაპიული ფუნგიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების წინააღმდეგ - ხასიათდება განსაკუთრებული მომქედებითა და ეფექტურობით ოომიცეტების ჯგუფის პათოგენების წინააღმდეგ, მათ შორის: ფიტოფტორა და სხვა ფესვის სიდამპლეები. ასევე ხასიათდება ეფექტური მოქედებით ჭრაქისა და სხვადასხვა სოკოთი გამოწვეული ლაქიანობის წინააღმდეგ -მრავალ კულტურაში.
ფლოკი
ფლოკი არის სისტემური მოქმედების, ტრიაზოლის ჯგუფის ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება მცენარის მწვანე ნაწილებზე. ეს არის პრეპარატი, რომელსაც აქვს უმაღლესი დამცავი და თერაპიული თვისებები როგორც ნაყოფზე, ასევე ფოთლებზე - ვაშლისა და მსხლის შავი ლაქიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში — Venturia spp. მას აქვს ადგილობრივი სისტემური და ძლიერი ტრანსლამინარული ეფექტი. შესხურების შემდეგ სწრაფად შედის მცენარეში და აქტივირდება ძალიან მალე - 2 საათში.




