რითმი
რითმს აქვს ადგილობრივი და სისტემური მოქმედება. წარმოადგენს დამცავ და სამკურნალო ფუნგიციდს. პრეპარატი მომქედებს შემდეგნაირად -აინჰიბირებს ინფექციისთვის საჭირო სოკოვანი ფერმენტების სეკრეციას.
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | პირიმეთანილი |
| პრეპარატული ფორმა | სუსპენზიის კონცენტრატი |
რითმი შესხურების შემდეგ ღრმად აღწევს მტევნებში ორთქლის ეფექტის აქტივობით – რაც მარტივად რომ ავხსნათ გულისხმობს შესხურებული პროდუქტის აორთქლებას და მათ მოხვედრას მტევნებს შორის, მჭიდრო სივრცეში – შედეგად კი უწევს უმაღლეს კონტროლს მთელ რიგ სოკოვან დაავადებებს .სწრაფად აღწევს მცენარეულ ქსოვილში თავისი ტრანსლამინარული მოქმედებით. ძალიან ეფექტურია ნაცრისფერი ლპობის მენეჯმენტში. მისი გამოყენება შესაძლებელია ვაზის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. შესაბამისად პრეპარატი ხასიათდება დაავადებების ფართო სპექტრის კონტროლით და გამოირჩევა იმითაც რომ მომქედებას აგრძელებს ხეხილისა თუ ბოსტნეულის დასაწყოების შემდეგაც კი.
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ნაცრისფერი სიდამწარე (ბოტრიტისი) | 0.8 – 1 | 21 დღე |
| ვაშლი, მსხალი, ვაშლატამა, ატამი | ქეცი, ნაყოფის სიდამპლე | 0.8 – 1 | 21 დღე |
| ნუში, ფსტა | ნაყოფის სიდამპლე, ქეცი, ყავისფერი სიდამპლე |
0.8 – 1 | 30 დღე |
| მარწყვი | ნაყოფის სიდამპლე | 0.4 – 0.6 | 3 დღე |
| პომიდორი, წიწაკა | ნაცრისფერი სიდამპლე , ნაყოფის სიდამპლე, შავი ლაქიანობა |
0.8 – 1 | 3 დღე |
შემადგენელი ნივთიერებები
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| პირიმეთანილი | 300 |
მსგავსი პროდუქცია
არვიკა
არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი
არვიკას უპირატესობები
✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;
მეტფინი
მეტფინი არის ფართო სპექტრის სისტემური ფუნგიციდი, რომელიც იცავს მცენარეს ისეთი სოკოვანი დაავადებებისგან როგორებიცაა: სეპტორიოზი, ჟანგა, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი და სხვა. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერება, მეტკონაზოლი, აფერხებს სოკოს სეროტონინის სინთეზსს, რაც ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. მეტფინი უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას და იოლად აითვისება მცენარეების მიერ.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.




