პროდუქცია
ბოტრეფინი
ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
სებირი
პრევენციული და სამკურნალო ფუნგიციდი, რომლის შემადგენელი ნივთიერებებია სისტემური მოქმედების მეტალაქსილი და კონტაქტური მოქმედების ფლუდიოქსონილი. ფუნგიციდი შექმნილია თანამედროვე სუსპენზირებული კონცენტრატის ფორმულაციით და ებრძვის ნიადაგური წარმოშობის პათოგენებს.
✔️ შერეული მოქმედების უნარი;
✔️ ეფექტურობა ნიადაგური პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ მრავალმხრივი გამოყენება;

