სებირი
პრევენციული და სამკურნალო ფუნგიციდი, რომლის შემადგენელი ნივთიერებებია სისტემური მოქმედების მეტალაქსილი და კონტაქტური მოქმედების ფლუდიოქსონილი. ფუნგიციდი შექმნილია თანამედროვე სუსპენზირებული კონცენტრატის ფორმულაციით და ებრძვის ნიადაგური წარმოშობის პათოგენებს.
✔️ შერეული მოქმედების უნარი;
✔️ ეფექტურობა ნიადაგური პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ მრავალმხრივი გამოყენება;
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | მეტალაქსილი, ფლუდიოქსონილი |
| პრეპარატული ფორმა | სუსპენზირებული კონცენტრატი (SC) |
სებირი არის პრევენციული და სამკურნალო ფუნგიციდი, რომლის შემადგენელი ნივთიერებებია სისტემური მოქმედების მეტალაქსილი და კონტაქტური მოქმედების ფლუდიოქსონილი. ფუნგიციდი შექმნილია თანამედროვე სუსპენზირებული კონცენტრატის ფორმულაციით და ებრძვის ნიადაგური წარმოშობის პათოგენებს. მეტალაქსილი იჭრება ფოთლებში ბაგეების გზით, გადაადგილდება სისტემაში წვენთან ერთად და აფერხებს სოკოს მიცელიუმის განვითარებას, ხოლო ფლუდიოქსონილი აზიანებს სოკოს სიგნალის გადაცემის სისტემას, რაც იწვევს უჯრედის ენერგიის დისბალანს. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ფერტიგაციითა და ნიადაგში შეტანით.
| კულტურა | დაავადებები | დოზირება | ლოდინის პერიოდი |
| პომიდორი | ფუზარიოზული ჭკნობა, გულის სიდამპლე | 0,5 ლ/ჰა | 14 დღე |
| წიწაკა | ფუზარიოზული ჭკნობა, ფიტიუმი, ალტერნარიოზი | 0,5 ლ/ჰა | 10 დღე |
| კიტრი | ფუზარიოზული ჭკნობა, ალტერნარიოზი, რიზოქტონიოზი, ფიტიუმი, გულის სიდამპლე | 0,5 ლ/ჰა | 10 დღე |
| მარწყვი | Macrophomina phaseolina, ფუზარიოზული ჭკნობა, გულის სიდამპლე | 500 მლ/100ლ წყალში | 3 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
|
შემადგენელი ნივთიერება
|
გ/ლ |
| ფლუდიოქსონილი | 12.5 |
| მეტალაქსილი | 5 |
მსგავსი პროდუქცია
ბოტრეფინი
ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
მირიქალი
მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.
ფლუაზინოვა პლუსი
ფლუაზინოვა პლუსი არის ძლიერი დამცავი ფუნგიციდი. იგი წარმოადგენს კონტაქტურ ფუნგიციდს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატით მთლიანი მცენარის დაფარვა. მას აქვს ძლიერი მოქმედება, იგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვაზში ბოტრიტისის, ჭრაქისა და ფომოფსისის, ხეხილში ქეცის, ხოლო სხვა კულტურებში ფიტოპტორის საკონტროლოდ. პრეპარატი ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.


