ჩვენება 9 12 18 24

ბოტრეფინი

ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.

ჯამერი

ჯამერი ეფექტურად მოქმედებს როგორც დაბალ ტემპერატურაზე, ისე დაავადების აქტიურ ფაზაში გამოყენებისას, რადგან სოკოს მიცელიუმის ქსოვილებში შეღწევის და განვითარების დროს, აჩერებს ამინომჟავების ბიოსინთეზს. რა დროსაც ციპროდინილი არღვევს სოკოების სასიცოცხლო ციკლს და ანადგურებს სოკოებს. არ გადააჭარბოთ ჯამერით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.