ჯამერი
ჯამერი ეფექტურად მოქმედებს როგორც დაბალ ტემპერატურაზე, ისე დაავადების აქტიურ ფაზაში გამოყენებისას, რადგან სოკოს მიცელიუმის ქსოვილებში შეღწევის და განვითარების დროს, აჩერებს ამინომჟავების ბიოსინთეზს. რა დროსაც ციპროდინილი არღვევს სოკოების სასიცოცხლო ციკლს და ანადგურებს სოკოებს. არ გადააჭარბოთ ჯამერით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
| მწარმოებელი | Ferbis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | ციპროდინილი |
| პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი გრანულები |
ჯამერი არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემური ფუნგიციდი, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი პროფილაქტიკური და გამოხატული სამკურნალო მოქმედება. გამოიყენება როგორც თესლოვნებში ქეცისა და შავი ლაქიანობის წინააღმდეგ, ისე – კურკოვნებში მონილიოზის წინააღმდეგ.
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ნაცარი, ჭრაქი, ნაცრისფერი სიდამწარე (ბოტრიტისი) | 0.4 – 0.5 | 28 დღე |
| ვაშლი | ვაშლის ქეცი, ნაცარი | 0.35 – 0.4 | 28 დღე |
| მსხალი | შავი ლაქიანობა, ქეცი | 0.25 – 0.3 | 28 დღე |
| ატამი, ბალი, გარგარი, ქლიავი | მონილიოზი , ყავისფერი სიდამპლე , ფოთლების სიხუჭუჭე, კოკომიკოზი, ნაცარი, ქეცი |
0.3 – 0.35 | 28 დღე |
| ციტრუსი | ნაცარი, ქეცი, კოკომიკოზი | 0.3 – 0.5 | 28 დღე |
| კარტოფილი, პომიდორი, წიწაკა | ფიტოფტორიზი, ალტერნარიოზი, მაკროსპორიოზი, ანთრაქნოზი |
0.4 – 0.5 | 28 დღე |
შემადგენელი ნივთიერებები
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| ციპროდინილი | 50 |
მსგავსი პროდუქცია
ბექჰენდი
ბექჰენდი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი დამცავი და პროფილაქტიკური მოქმედებით. ის აფერხებს სპორების გაღივებას, აღმოცენებას, მიცელიუმის განვითარებას და სპორების წარმოქმნას. პირაკლოსტრობინისა და დითიანონის მოქმედების გაერთიანებით კი ბექჰენდს აქვს განსაკუთრებული უნარი ებრძლოს ხეხილის შავ ლაქიანობას. მას აქვს ხანგრძლივი და დამცავი ეფექტი.
კაპტანი
ტაკკაპტანი არის პროფილაქტიკური და თერაპიული ფუნგიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების წინააღმდეგ - ხასიათდება განსაკუთრებული მომქედებითა და ეფექტურობით ოომიცეტების ჯგუფის პათოგენების წინააღმდეგ, მათ შორის: ფიტოფტორა და სხვა ფესვის სიდამპლეები. ასევე ხასიათდება ეფექტური მოქედებით ჭრაქისა და სხვადასხვა სოკოთი გამოწვეული ლაქიანობის წინააღმდეგ -მრავალ კულტურაში.




