პროდუქცია
არვიკა
არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი
არვიკას უპირატესობები
✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;
კარლიტა
კარლიტა არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება მავნებელთა ფართო სპექტრის: ბუგრების, ცრუფარიანასა და ფრთათეთრების წინააღმდეგ. სპიროტეტრამატს აქვს უნარი გადაადგილდეს მცენარის მთელ სიგრძეზე, რითაც უზრუნველყოფს მცენარის ახალი ნაზარდის დაცვას არა მხოლოდ მავნებლების ზრდასრული ფორმისგან, არამედ ხელს უშლის კვერცხებისა და მავნებლების ლარვების ზრდას. არ გადააჭარბოთ შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.

