კარლიტა
კარლიტა არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება მავნებელთა ფართო სპექტრის: ბუგრების, ცრუფარიანასა და ფრთათეთრების წინააღმდეგ. სპიროტეტრამატს აქვს უნარი გადაადგილდეს მცენარის მთელ სიგრძეზე, რითაც უზრუნველყოფს მცენარის ახალი ნაზარდის დაცვას არა მხოლოდ მავნებლების ზრდასრული ფორმისგან, არამედ ხელს უშლის კვერცხებისა და მავნებლების ლარვების ზრდას. არ გადააჭარბოთ შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.
| მწარმოებელი | Ferbis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| პრეპარატული ფორმა | სუსპენზიის კონცენტრატი |
| მოქმედი ნივთიერება | სპიროტეტრამატი |
| კულტურა | მავნებლები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ცრუფარიანა | 0,8 – 1,2 | 21 დღე |
| ვაშლი | ვაშლის მწვანე ბუგრი, ფარიანები, ბურტყლა ბუგრი | 0,8 – 1,2 | 21 დღე |
| მსხალი | მსხლის ფისლა | 0,8 – 1,2 | 21 დღე |
| ატამი | ატმის მწვანე ბუგრი, თუთის ცრუფარიანა | 0,8 – 1,2 | 21 დღე |
| მოცვი | თრიფსი, ცრუფარიანა | 0,8 – 1,2 | 21 დღე |
| ციტრუსი | ციტრუსოვანი ფრთათეთრა, ფარიანები, თრიფსი | 0,8 – 1,2 | 21 დღე |
| პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი | ვერცხლისფერი ფრთათეთრა, კარტოფილის ბუგრი | 0,8 – 1,2 | 21 დღე |
| საზამთრო | ბაღჩის ბუგრი | 0,8 – 1,2 | 21 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| სპიროტეტრამატი | 100 |
მსგავსი პროდუქცია
ბეთრინი – ინსექტიციდი (დელტამეტრინი)
ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.
კროშე
კროშე არის აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის ტკიპებს. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა ფაზაზე, მათ შორის კვერცხებზე. პრეპარატი მოქმედებს შეხებით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით. იგი მოქმედებს შერჩევითად. შესხურებისთანავე იჭრება მცენარის წვენში და ანადგურებს იმ მავნებელსაც, რომელიც წამლობისას არ იმყოფებოდა კონტაქტში. არ ვნებს ფუტკრებს და მტაცებელ /სასარგებლო/ ტკიპებს. ეფექტურია მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც საუკეთესო პრეპრატია ანტირეზისტენტულ სისტემაში გამოსაყენებლად თავსებადია სხვა პესტიციდებთან და წყალში ხსნად სასუქებთან.
სილტანი
სილტანი არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც მწერების ნერვული სისტემის აღგზნებადობის ხარჯზე ანადგურებს მავნებლებს. მოქმედებს კონტაქტური და მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვის გზით. გამოიყენება ყველა კულტურაში. ახასიათებს ეფექტური და სწრაფი მოქმედება. არ გადააჭარბოთ სილტანით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ქილატუმი
ქილატუმი არის მცენარეული წარმოშობის კონტაქტური-ორგანული ინსექტიციდი, რომელიც მიიღება ტროპიკული მცენარეების ექსტრაქტისგან. ის ხელს უწყობს მცენარეების გაძლიერებას და მათ მიერ ტოქსინების გამომუშავებას, რაც იწვევს მავნებლების განადგურებას.
ქილატუმის უპირატესობები
✔️ აქვს როგორც დამცველობითი ისე რეპელენტური თვისება;
✔️ სელექციური მოქმედებით ანადგურებს მხოლოდ მავნებლებს და ნაკლებად საზიანოა მათი ბიოლოგიური მტრებისთვის;
✔️ ქილატუმის გამოყენებისას, სხვა სინთეზურ პრეპერატებთან შედარებით, რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;



