არვიკა
არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი
არვიკას უპირატესობები
✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;
| მწარმოებელი | Agri Sciences |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | ბოსკალიდი, კრესოქსიმ მეთილი |
| პრეპარატული ფორმა | სუსპენზიის კონცენტრატი |
არვიკა უზრუნველყოფს ნაცრის შესანიშნავ კონტროლს სხვა ფუნგიციდებთან შედარებით დაბალი გამოყენების მაჩვენებლით და შეუძლია ფერმერებს მიაღებინოს უფრო ჯანსაღი მოსავალი, ვიდრე სხვა ქიმიური პრეპარატის გამოყენებისას მიიღებდა. ხასიათდება სოკოვანი პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლით, მათ შორის სეპტორიოზი, ნაცარი, ბოტრიტი, ანთრაქნოზი, ალტერნარიოზი და მონილიოზი.
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი) | 0,4 – 0,5 | 14 დღე |
| თხილი | ნაცარი | 0,4 – 0,5 | 14 დღე |
| ატამი | ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე | 0,4 – 0,5 | 14 დღე |
| მარწყვი, მოცვი, ჟოლო, მოცხარი | ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე | 0,4 – 0,5 | 14 დღე |
| კაკლოვნები | ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე | 0,4 – 0,5 | 14 დღე |
| ნესვი, საზამთრო, კიტრი, გოგრა | ნაცარი, ჭრაქი | 0,4 – 0,5 | 14 დღე |
| პომიდორი, წიწაკა | ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე | 0,4 – 0,5 | 14 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| ბოსკალიდი | 200 |
| კრესოქსიმ მეთილი | 100 |
მსგავსი პროდუქცია
კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.



