ჩვენება 9 12 18 24

კარლიტა

კარლიტა არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება მავნებელთა ფართო სპექტრის: ბუგრების, ცრუფარიანასა და ფრთათეთრების წინააღმდეგ. სპიროტეტრამატს აქვს უნარი გადაადგილდეს მცენარის მთელ სიგრძეზე, რითაც უზრუნველყოფს მცენარის ახალი ნაზარდის დაცვას არა მხოლოდ მავნებლების ზრდასრული ფორმისგან, არამედ ხელს უშლის კვერცხებისა და მავნებლების ლარვების ზრდას. არ გადააჭარბოთ შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.

სილტანი

სილტანი არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც მწერების ნერვული სისტემის აღგზნებადობის ხარჯზე ანადგურებს მავნებლებს. მოქმედებს კონტაქტური და მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვის გზით. გამოიყენება ყველა კულტურაში. ახასიათებს ეფექტური და სწრაფი მოქმედება. არ გადააჭარბოთ სილტანით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.