სილტანი
სილტანი არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც მწერების ნერვული სისტემის აღგზნებადობის ხარჯზე ანადგურებს მავნებლებს. მოქმედებს კონტაქტური და მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვის გზით. გამოიყენება ყველა კულტურაში. ახასიათებს ეფექტური და სწრაფი მოქმედება. არ გადააჭარბოთ სილტანით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
| მწარმოებელი | Ferbis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| პრეპარატული ფორმა | ემულსიის კონცენტრატი |
| მოქმედი ნივთიერება | ციპერმეტრინი |
| კულტურა | მავნებლები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ყურძნის ჭია | 0,8 – 1 | 7 დღე |
| ვაშლი, მსხალი | ნაყოფჭამია, ვაშლის ფსილა, მსხლის ფსილა, ფოთლხვევია |
0,15 – 0,30 | 7 დღე |
| ხორბალი, ქერი | ბუგრი, მავნე კუსებურა, ჭიაწურბელა, რწყილი, თრიფსი,ბაღლინჯო |
0,2 – 0,25 | 7 დღე |
| სიმინდი | ღეროს ფარვანა, ხმელთაშუა ზღვის სიმინდის მღრღნელი , სიმინდის ფარვანა, ბამბის ხვატარი |
0,2 – 0,25 | 7 დღე |
| მზესუმზირა | მზესუმზირის ალურა, კოლოფის ჭია, ბამბის ხვატარი |
0,4 | 7 დღე |
| პომიდორი, კიტრი, წიწაკა | თამბაქოს თრიფსი, შემოდგომის ხვატარი, კოლოფის ჭია, ბამბის ჭია |
0,2 – 0,4 | 7 დღე |
| კომბოსტო | თეთრულა, ჩრჩილი, ხვატარი,ფიტოსუმანი | 0,15 | 7 დღე |
| სტაფილო | სტაფილოს ბუზი, ფოთლის რწყილი | 0,4 | 20 დღე |
| საზამთრო, ნესვი | მღრღნელი ხვატარი, ბაღჩეულის ჭიამაია | 0,2 – 0,3 | 20 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| ციპერმეტრინი | 250 |
მსგავსი პროდუქცია
ბეთრინი – ინსექტიციდი (დელტამეტრინი)
ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.
კარლიტა
კარლიტა არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება მავნებელთა ფართო სპექტრის: ბუგრების, ცრუფარიანასა და ფრთათეთრების წინააღმდეგ. სპიროტეტრამატს აქვს უნარი გადაადგილდეს მცენარის მთელ სიგრძეზე, რითაც უზრუნველყოფს მცენარის ახალი ნაზარდის დაცვას არა მხოლოდ მავნებლების ზრდასრული ფორმისგან, არამედ ხელს უშლის კვერცხებისა და მავნებლების ლარვების ზრდას. არ გადააჭარბოთ შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.
ნო-ფლაი
ნო-ფლაი არის სისტემური მოქმედების ინსექტიციდი. სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედების დამსახურებით აცეტამიპრიდი ადვილად შეიწოვება მცენარის მიერ და ვრცელდება ყველა ორგანოში, რის გამოც ნო-ფლაის ეფექტი ვლინდება მცენარის დაუმუშავებელ ნაწილებზეც კი. გამოიყენება ყველა კულტურაში. შესაბამისად, მავნებლები იღუპებიან არა მარტო პრეპარატთან უშუალო კონტაქტის, ასევე დამუშავებული მცენარეებით კვების შემდეგ. არ გადააჭარბოთ ნო-ფლაით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.
ცელფოსი
სანდო, ეკონომიური და ეფექტური ფუმიგანტი, რომელიც გამოიყენება მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის უსაფრთხო დასაწყობებისთვის. განკუთვნილია ყველა ტიპის ფუმიგაციისთვის (ბრეზენტით ან საფარით დაფარული სივრცეები, ცარიელი საწყობები, გადაზიდვის კონტეინერები, გემის სადგომები და ვერტიკალური რეზერვუარები) და უზრუნველყოფს მავნებლების კონტროლს მარცვლეულში, პარკოსნებში, ზეთოვან კულტურებში, ჩირში, სანელებლებსა და ცხოველთა საკვებში, ასევე არასასურსათო პროდუქტებში,როგორიცაა თამბაქო და ბამბა.


