პრეპარატი წარმოდგენილია წყალში ხსნადი გრანულების სახით, რაც მას აქცევს უფრო მეტად კონცენტრირებულ ჰერბიციდად, ვიდრე თხევადი ჰერბიციდები. იგი იხსნება წყალში ძალიან სწრაფად. საუკეთესო შედეგი დგება სარეველების აქტიური ვეგეტაციის ფაზაში გამოყენებისას. მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი სარეველები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყვავილობის წინ და ყვავილობის ფაზაში.
| მწარმოებელი | Dettol |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ჩინეთი |
| მოქმედების ტიპი | ტოტალური ჰერბიციდი |
| მოქმედი ნივთიერება | გლიფოსატი, გლიფოსატი ამონიუმის მარილის მიხედვით |
| კულტურები | ვენახი, ხეხილის ბაღი |
დეტოლი გლიფო 680 არის არასელექციური მოქმედების სისტემური ჰერბიციდი. ეფექტურად აკონტროლებს ყველა სახის სარეველას, იწვევს ფოთლების პროგრესირებად გაყვითლებას, ჭკნობას და შემდგომ მათ კვდომას.
| კულტურა | დოზირება | მითითება |
| ხეხილის ბაღი | 500 გ / 100 ლ წყალზე | სამ წლამდე ნერგებს არ მიასხუროთ თუ ისინი დაცულები არ არიან სპეციუალური ფარით. არ მიასხუროთ სასოფლო- სამეურნეო მცენარის მწვანე ნაწილებზე. |
| ვაზი | 500 გ/ 100 ლ წყალზე | სამ წლამდე ნერგებს არ მიასხუროთ თუ ისინი დაცულები არ არიან სპეციუალური ფარით. არ მიასხუროთ სასოფლო- სამეურნეო მცენარის მწვანე ნაწილებზე. |
| ეზოებისთვის, კომერციული, ინდუსტრიული და საჯარო ადგილებისთვის, სასოფლო- სამეურნეო და ფერმის ტერიტორია | 500 გ / 100 ლ წყალზე | შეასხურეთ მაშინ როდესაც სარეველები არიან ზრდის აქტიურ ფაზაში. |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| გლიფოსატი | 680 |
| გლიფოსატი ამონიუმის მარილის მიხედვით | 757 |
გადმოწერეთ ბროშურა
მსგავსი პროდუქცია
დეტოლი 2.4დ
აღმოცენების შემდგომი, სისტემური მოქმედების სელექციური ჰერბიციდი. იგი გამოიყენება ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების, ასევე ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველას სახეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების - ხორბლის, სიმინდის, სორგოს, ფეტვის და ა.შ.
✔️ აჩერებს სარეველების ზრდას შესხურებისანავე;
✔️ არ ზღუდავს შემდგომ წლებში სხვა კულტურების წარმოებას;
✔️ არ არის ტოქსიკური და საშიში გარემოსთვის;
ფნამეკი
ფნამეკი არის ფართო სპექტრის, სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, მაქსიმალურ ეფექტს იძლევა აქტიურად მზარდი სარეველების წინააღმდეგ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ჰერბიციდი გამოყენებისთანავე იჭრება სარეველა მცენარეში და იწყებს მოქმედებას. ბლოკავს მცენარის ზრდის ჰორმონების და ამინომჟავების ბიოსინთეზს. ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
ფნამეკის უპირატესობები
✔️ ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ სელექციური მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ცივ ამინდეში;
✔️ დაბალი აორთქლებადობა - ნაკლები დანაკარგი;
✔️ სწრაფი ბიოდეგრადაცია ნიადაგში;
✔️ არ ხდება აკუმულირება გრუნტის წყლებში;



