კაპტანი
ტაკკაპტანი არის პროფილაქტიკური და თერაპიული ფუნგიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების წინააღმდეგ – ხასიათდება განსაკუთრებული მომქედებითა და ეფექტურობით ოომიცეტების ჯგუფის პათოგენების წინააღმდეგ, მათ შორის: ფიტოფტორა და სხვა ფესვის სიდამპლეები. ასევე ხასიათდება ეფექტური მოქედებით ჭრაქისა და სხვადასხვა სოკოთი გამოწვეული ლაქიანობის წინააღმდეგ -მრავალ კულტურაში.
| მწარმოებელი | Ferbis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | კაპტანი |
| პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი ფხვნილი |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე, ნაცრისფერი სიდამპლე, ფომოფსისი |
1.2 – 1.5 | 28 დღე |
| ატამი, ალუბალები | მონოლიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტერიოსპოროზი |
2 – 3 | 28 დღე |
| ვაშლი, მსხალი და სხვა თესლოვანები | ქეცი, ყავისფერი ლპობა, ნაცარი, მონილიოზი |
2 – 3 | 28 დღე |
| მარწყვი, მოცვი, ყურძენი | ნაცრისფერი სიდამწარე, ნაცარი | 1.5 – 2 | 28 დღე |
| ნუში | ფიტოფტორა, ფოთლების გაწითლება, მიკროსპორიოზი |
2 | 28 დღე |
| პომიდორი, კარტოფილი | ფიტოფტორა, ნაცარი | 2.5 – 3 | 28 დღე |
| ხახვი | ჭრაქი | 2 | 28 დღე |
| კიტრი | ჭრაქი, ნაცარი | 2 | 28 დღე |
შემადგენელი ნივთიერებები
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| კაპტანი | 50 |
მსგავსი პროდუქცია
არვიკა
არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი
არვიკას უპირატესობები
✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;
ბოტრეფინი
ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
მირიქალი
მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.
ფაინსულფური
ფაინსულფური არის ფუნგიციდი და აკარიციდი, რომელიც შექმნილია წყალში დისპერსიული გრანულების სახით და შეიცავს 80% გოგირდს. მოცემული ფორმულირება დიდ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს და არის ეკოლოგიურად სუფთა. წყლის დისპერსიული გრანულები უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რადგან არ წარმოქმნის მტვერს.
ფაინსულფურის უპირატესობები
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებო;
✔️ მარტივი გამოყენება და ტრანსპორტირება;
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებობა;




