მენდოზა
| კულტურები | ყველა კულტურა |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| პრეპარატული ფორმა | კაპსულირებული სუსპენზია |
| მწარმოებელი | Heliopotasse |
ახალი თაობის კაპსულირებული სუსპენზიის (CS) ფორმის ფართო სპექტრის ინსექტიციდი. CS ფორმულაცია გამოირჩევა ხანგრძლივი და სტაბილური მოქმედებით, მცენარეზე აქტიური ნივთიერების თანაბარი განაწილებით, ასევე შემცირებული ფიტოტოქსიკურობითა და გარემოსა და ადამიანის მიმართ უფრო მაღალი უსაფრთხოებით
დოზირება და გამოყენების ფორმა:
| კულტურა | მიზანი (მავნებლები) | დოზირება კგ/ჰა |
| ვაზი | ფოთოლხვევია, ტკიპები | 0.3 – 0.5 |
| ხორბალი | მავნე კუსებურა, ბუგრები, ჭიაწურბელა, მარცვლოვანთა ბუზები, თრიფსები, პურის ხოჭო | 0.15 – 0.2 |
| პომიდორი, კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო, მავნებელთა კომპლექსი | 0.1 – 0.2 |
| ვაშლი | ნაყოფჭამია, ფოთოლხვევიები, ტკიპები, ამერიკული თეთრი პეპელა | 0.4 – 0.8 |
| მარწყვი | ბუგრები, ტკიპები, ფოთოლხვევიები | 0.4 – 0.5 |
| სიმინდი | სიმინდის ფარვანა | 0.2 |
| კომბოსტო | ხვატარი, თეთრულა, ჩრჩილი | 0.15 |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| ლამბდა-ციჰალოტრინი | 50 |
მსგავსი პროდუქცია
ბეთრინი – ინსექტიციდი (დელტამეტრინი)
ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.
ვეჯექს კრისოილი
კრისოილი არის ბუნებრივ პირეთრინზე დაფუძნებული, ფართო სპექტრის მქონე ინსექტო-აკარიციდი, რომელიც გამოიყენება ფართოდ გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ. მასში შემავალი ბოტანიკური ექსტრაქტი ააქტიურებს მცენარის დამცავ მექანიზმებს სტრესული მდგომარეობების წინააღმდეგ.
ვეჯექს კრისოილის უპირატესობები
✔️ მცენარეს შეუძლია მაქსიმალურად შეითვისოს პრეპარატი;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
✔️ ბუნებრივად წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს;
✔️ გამოიყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში (მათ შორის, მოსავლის აღებისას და მის შემდეგ);
✔️ არ აქვს ლოდინის პერიოდი;
სილტანი
სილტანი არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც მწერების ნერვული სისტემის აღგზნებადობის ხარჯზე ანადგურებს მავნებლებს. მოქმედებს კონტაქტური და მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვის გზით. გამოიყენება ყველა კულტურაში. ახასიათებს ეფექტური და სწრაფი მოქმედება. არ გადააჭარბოთ სილტანით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.



