სტიმპლექსი
| კულტურები | ყველა კულტურა |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | კანადა |
| პრეპარატული ფორმა | სითხე |
| მწარმოებელი | Acadian Plant Health |
სტიმპლექსი (S mplex) არის თხევადი მცენარეთა ზრდის რეგულატორი, რომელიც მიღებულია Ascophyllum nodosum-გან და იწვევს მცენარეში 100 ppm ციტოკინინის ექვივალენტურ რეაქციას. იგი აუმჯობესებს მცენარეთა ზრდასა და განვითარებას უჯრედულ დონეზე მოქმედებით — არეგულირებს ბუნებრივად წარმოქმნილი ფიტოჰორმონების გამომუშავებას და ააქტიურებს იმ ბიოლოგიურ გზებს, რომლებიც ზრდის სტრესისადმი გამძლეობას, ასტიმულირებს ფესვთა სისტემის განვითარებას და აუმჯობესებს საკვები ელემენტების ათვისებას.
დოზირება და გამოყენების ფორმა:
| კულტურა | გამოყენება | დოზირება ლ/ჰა | გამოყენების დრო |
| ბოსტნეული: პომიდორი, წიწაკა, კიტრი, კარტოფილი და სხვ. |
ფოთლოვანი
ფესვური |
2 – 2.5
2.5 |
პირველი წამლობა ჩითილების გადარგვისას |
| ხეხილი |
ფოთლოვანი
ფესვური |
1.5 – 3
3 |
ყვავილობის პერიოდში |
| ვენახი |
ფოთლოვანი
ფესვური |
1.5 – 3
3 |
ფოთლის გაშლიდან ნაყოფის ზრდამდე |
| მარცვლეული | ფოთლოვანი | 1.5 – 3 | ნებისმიერ დროს |
| მოცვი |
ფოთლოვანი
ფესვური |
2 – 2.5
2.5 |
პირველი წამლობა გადარგვის შემდეგ |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| ციტოკინინი | 0.01% |
| მანიტოლი | 0.8% |
| ორგანული ნახშირბადი | 5 |
| ალგანინის მჟავა | 1.5 |
| ფუკოიდანები | 2 |
| Ascophyllum nodosum |
მსგავსი პროდუქცია
ალფოსეთილი
ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.
იქსტენდერ ციტრუსი ულტრა
იქსტენდერ ციტრუსი ულტრას უპირატესობები
✔️ ხელს უწყობს სასარგებლო მიკროორგანიზმების განვითარებას ფილოსფეროში ;
✔️ აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას გაზრდილი მიკრობიოლოგიური აქტივობების შედეგად;
✔️ ბიოსტიმულატორული მოქმედება ორ ფაზად, მყისიერი მოქემდება მეორადი მეტაბოლიტების;
✔️ საშუალებით, გვერდითი და გრძელვადიანი მოქმედება მიკროფლორის აქტივირების საშუალებით;
✔️ ეხმარება მცენარეს სტრესული პირობებისთვის მომზადებაში;
✔️ ზრდის ხარისხს და მოსავლიანობას.
კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
სებირი
პრევენციული და სამკურნალო ფუნგიციდი, რომლის შემადგენელი ნივთიერებებია სისტემური მოქმედების მეტალაქსილი და კონტაქტური მოქმედების ფლუდიოქსონილი. ფუნგიციდი შექმნილია თანამედროვე სუსპენზირებული კონცენტრატის ფორმულაციით და ებრძვის ნიადაგური წარმოშობის პათოგენებს.
✔️ შერეული მოქმედების უნარი;
✔️ ეფექტურობა ნიადაგური პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ მრავალმხრივი გამოყენება;



