ბოტრეფინი
ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
მწარმოებელი |
FINCHIMICHA |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა |
იტალია |
მოქმედი ნივთიერება |
ფლუდიოქსონილი ,ციპროდინილი |
პრეპარატული ფორმა |
წყალში დისპერსირებადი გრანულები (WG) |
კატეგორია: ფუნგიციდები
კულტურა | დაავადებები | დოზირება (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
ვაზი | ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი) | 0.6 – 1.0 | 21 დღე |
მსხალი, ვაშლი | ქეცი, მონილიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ალტერნარიოზი, ფუზარიოზოზი, კიბო, ანთრაქნოზი |
0.8 – 1.0 | 3 დღე |
ატამი, ვაშლატამა | მონილიოზი | 0.8 – 1.5 | 14 დღე |
კარტოფილი, მაყვალი, მარწყვი, მოცხარი, მოცვი | ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი), ღეროს სიდამპლე, ანთრაქნოზი, მონილიოზი | 1.0 – 1.5 | 7 დღე |
პომიდორი, ბადრიჯანი, კიტრი | ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი), კომბოსტოს თეთრი სიდამპლე | 0.8 – 1.0 | 3 დღე |
სალათის ფოთოლი | ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი), კომბოსტოს თეთრი სიდამპლე | 0.8 – 1.0 | 7 დღე |
ხახვი, ნიორი | კომბოსტოს თეთრი სიდამპლე და ბოტრიტისი | 1.0 – 1.5 | 14 დღე |
შემადგენელი ნივთიერებები
შემადგენელი ნივთიერება | % |
ციპროდინილი | 37.5 |
ფლუდიოქსონილი | 25 |
მსგავსი პროდუქცია
ალფოსეთილი
ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.
ფლოკი
ფლოკი არის სისტემური მოქმედების, ტრიაზოლის ჯგუფის ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება მცენარის მწვანე ნაწილებზე. ეს არის პრეპარატი, რომელსაც აქვს უმაღლესი დამცავი და თერაპიული თვისებები როგორც ნაყოფზე, ასევე ფოთლებზე - ვაშლისა და მსხლის შავი ლაქიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში — Venturia spp. მას აქვს ადგილობრივი სისტემური და ძლიერი ტრანსლამინარული ეფექტი. შესხურების შემდეგ სწრაფად შედის მცენარეში და აქტივირდება ძალიან მალე - 2 საათში.
ჰექტაშ ბორდო
ჰექტაშ ბორდო შეიცავს 20% მეტალურ სპილენძს, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების საკონტროლოდ, როგორიცაა ჭრაქი, ქეცი, ფიტოპტორა, ფოთლის სიხუჭუჭე და სხვა. გამოირჩევა პრევენციული მოქმედებით და იცავს მცენარეებს ახალი ინფექციებისგან.
ჰექტაშ ბორდოს უპირატესობები
✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
✔️ პრევენციული მოქმედება;
✔️ რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრა;