COLONIA CS FAO 600
| კულტურები | სიმინდი |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | საფრანგეთი |
| მწარმოებელი | Lidea |
| მარცვლის დიამეტრში | 18 |
| ათასი მარცვლის წონა | 360 |
| მარცვალი რიგში | 48 |
მარცვლის მოსავლის პოტენციალი
COLONIA CS FAO 600 არის ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი სასილოსე ჰიბრიდი, რომელიც ასევე გამოირჩევა მარცვლის მოსავლის მაღალი პოტენციალით. მას ახასიათებს კარგად განვითარებული, მაღალი მცენარე დიდი ფოთლებით, სახამებლის მაღალი შემცველობა და „Stay Green“ (მწვანედ შენარჩუნების) უნარი. ეს არის „Dent“ (კბილისებური) ტიპის სიმინდი, რომლის ტაროც ღეროს ზედა ნაწილშია მიმაგრებული. სასილოსე ფაზისთვის საჭიროებს 1890° დაგროვილ ტემპერატურას, ხოლო ფიზიოლოგიურ სიმწიფემდე — 2080°-ს. თესვის რეკომენდებული ნორმა საუკეთესო პირობებში სასილოსედ შეადგენს 100,000 მარცვალს ჰექტარზე, ხოლო სამარცვლედ — 85,000-ს.
| მახასიათებელი | შეფასება | |
| სტრესის ტოლერანტობა | ძალიან კარგი | 🟢🟢🟢🟢🟢 |
| რეზისტენტობა: ჩაწოლა | ძალიან კარგი | 🟢🟢🟢🟢🟢 |
| რეზისტენტობა: გადაფშუტვა | ძალიან კარგი | 🟢🟢🟢🟢🟢 |
| რეზისტენტობა: ტაროს ფუზარიოზი | კარგი | 🟢🟢🟢🟢⚪ |
| მარცვლის შრობა | სწრაფი | 🟢🟢🟢🟢⚪ |
მსგავსი პროდუქცია
ელისიუმი
ელისიუმი არის ნატურალური წარმოშობის ორგანული ფუნგიციდი მრავალმხრივი მოქმედებით. პროდუქტი შედგება მიკროკაფსულირებული ფერმენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ანადგურებენ სოკოს უჯრედის კედლებს, რის შედეგადაც პათოგენი კვდება. პრეპარატში კომპლექსირებული თუთიის, მაგნიუმისა და რკინის დახმარებით ელისიუმი აძლიერებს ფესვების ასიმილაციის პროცესს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ქიმიურ ფუნგიციდებთან ერთად. არის ნულოვანი დაბინძურების პროდუქტი და არ იწვევს რეზისტენტობას.
ფლოკი
ფლოკი არის სისტემური მოქმედების, ტრიაზოლის ჯგუფის ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება მცენარის მწვანე ნაწილებზე. ეს არის პრეპარატი, რომელსაც აქვს უმაღლესი დამცავი და თერაპიული თვისებები როგორც ნაყოფზე, ასევე ფოთლებზე - ვაშლისა და მსხლის შავი ლაქიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში — Venturia spp. მას აქვს ადგილობრივი სისტემური და ძლიერი ტრანსლამინარული ეფექტი. შესხურების შემდეგ სწრაფად შედის მცენარეში და აქტივირდება ძალიან მალე - 2 საათში.



