ვიქსენი
ვიქსენი არის ფუნგიციდი, რომელიც იცავს სხვადასხვა დაავადებებისგან. ის მუშაობს სპორების გაღივების, გაღივების მილების, მიცელიუმის განვითარებისა და სპორების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
| მწარმოებელი | Agri Sciences |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება | ბოსკალიდი, პირაკლოსტრობინი |
| პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი გრანულები |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, ანთრაქნოზი | 0,5 – 0,8 | 14 დღე |
| თხილი | ნაცარი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები | 0,5 – 0,8 | 14 დღე |
| ვაშლი, მსხალი | ქეცი, ნაცარი | 1 – 1,2 | 14 დღე |
| ატამი | სიდამპლე, მონილიოზი, კოკომიკოზი | 1 – 1,2 | 14 დღე |
| მარწყვი | ნაცრისფერი სიდამპლე, ანთრაქნოზი | 1 | 14 დღე |
| პომიდორი, კარტოფილი | ნაცრისფერი და თეთრი სიდამპლე, ფიტოფთოროზი, ალტერნარიოზი | 1 – 1,5 | 14 დღე |
| კიტრი | ნაცარი, ჭრაქი | 1 – 1,5 | 14 დღე |
| ხახვი | ალტერნარიოზი, ჟანგა, პერონოსპოროზი | 1 – 1,5 | 14 დღე |
| კომბოსტო, ბროკოლი | ალტერნარიოზი, ფოთლის შავი ლაქიანობა | 1 | 14 დღე |
| სტაფილო | ალტერნარიოზი | 0,5 | 14 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| ბოსკალიდი | 25.2 |
| პირაკლოსტრობინი | 12.8 |
მსგავსი პროდუქცია
კუპროზინი 35 სფ
კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.
კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.





